ყველა დემოკრატიული სულისკვეთებით გამსჭვალულ საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დემოკრატია ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს. დემოკრატიული საზოგადოება ერთი ინდივიდის მიერ საკუთარი უფლებების რეალიზაციას მხოლოდ მეორე ინდივიდის უფლებების დაცვის პირობით აღიარებს. დემოკრატია არ არის ერთი ინდივიდის არსებობა მეორე ინდივიდის საზიანოდ.
თანაარსებობის ეს წესი ხანდახან შეიძლება ვერ დაიცვას რომელიმე ინდივიდმა და მან, ნებსით თუ უნებლიეთ, გადალახოს ის ზღვარი, რომლის მიღმაც მისი სიტყვა თუ ქმედება სხვათა უფლებების დარღვევას ნიშნავს. ზოგიერთ ასეთ შემთხვევაში, ჩნდება კერძო ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა (“სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება”), რათა აღიკვეთოს დარღვევა, “დამნაშავე” ინდივიდმა აგოს პასუხი და გამოსწორდეს “მსხვერპლის” მდგომარეობა.

სახელმწიფომ შეიძლება თავის აარიდოს ინდივიდებს შორის გაჩენილი დავის სათანადოდ მოგვარებას, რაც მისი საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს წამოჭრის და, თუ დაზარალებული მას უმოქმედობაში დასდებს ბრალს უფლებამოსილი საერთაშორისო ინსტანციის წინაშე, სახელმწიფო შეიძლება ამისათვის დაისაჯოს კიდეც.
No comments:
Post a Comment