წარმოიდგინეთ, რომ არ გაქვთ ხელები, არ გაქვთ ფეხები, ვერ ითამაშებთ ფეხბურთს, კალათბურთს, ვერ დაოჯახდებით, ხართ უძლური. ძალიან ძნელი გადასატანია ეს ყველაფერი. Nick Vujicic’მა კი ამ ყველაფრის გადატანა შეძლო და თავისი სულიერი სიძლიერე მთელ მსოფლიოს აჩვენა.
Nick Vujicic, დაიბადა 1982 წლის 4 დეკემბერს. დაბადებისას მას არ ჰქონდა კიდურები (tetra-amelia სინდრომი). ახსნა კი ამ დაავადებას დღემდე არ მოეპოვება.
ავსტრალიელია, ამჟამად არის ევანგელისტი და Motivational Speaker. ძალიან მძიმე ბავშვობა გადაიტანა, განიცდიდა მენტალურად, ემოციურად, ფიზიკურადაც. ასევე სცადა თვითმკვლელობა 8 წლის ასაკში. თუმცა ცხოვრებას არ დანებდა, იპოვა თავის თავში სიძლიერე და 17 წლის ასაკში დაარსა ორგანიზაცია “Life Without Limbs” (ცხოვრება კიდურების გარეშე).
მიუხედავა იმისა, რომ მას არც ხელები აქვს და არც ფეხები, ის ხატავს, წერს, უკრავს, ცურავს და ცხოვრებისაგან სიამოვნებას იღებს. მის ადგილას, ალბათ დამეთანხმებით უმეტესობა დანებდებოდა. ის ასევე ამბობს, რომ მან რწმენა ღმერთში ჰპოვა.
უძლიერესი ადამიანია, 21 წლის ასაკში დაამთავრა Griffith University ორმაგი ხარისხით ბუღალტერიასა და ფინანსურ დაგეგმვაში. მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, ხშირად იყო მოწვეული სტუმრების რანგში, ლაპარაკობდა კონფერენციებზე და ათასობით ადამიანს უნერგავდა სულიერ სიძლიერეს. იღებს მონაწილეობას სატელევიზიო შოუებში, პირველი წიგნი გამოუშვა 2009 წელს სახელად “Life Without Limbs: Inspiration for a Ridiculously Good Life“, 2010 წელს დაწერა წიგნი “Your Life Without Limits“, 2012 წელს “Unstoppable: The incredible Power of Faith in Action“, 2013 წელს-“Limitless: Devotion of Ridiculously Good Life“. გამოუშვა DVD “Life’s Greater Purpose“, ამჟამად ყიდის თავის სამოტივაციო DVD–ის “No arms, No legs, No worries: Youth Version“.
მონაწილეობა მიიღე მოკლემეტრაჟიამ ფილმში “The Butterfly Circus” (უყურეთ აქ), რომელმაც Doorpost Film Project-ში 2009 წელს მიიღო უმაღლესი ჯილდო და Method Film Festival–ზე მიიღო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის წოდება, ხოლო Nick’მა მოიპოვა საუკეთესო მსახიობის ჯილდო.
მოიყვანა ცოლი და ჰყავს შვილიც. უყურეთ მის ვიდეოებს, ძალიან ძლიერ სულიერ ძალას მოგცემთ და ეს ყველაფერი შეცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ.
No comments:
Post a Comment