დღეს ძალიან კარგი დღე იყო,მშვენიერი აუდიტორია,შესანიშნავი ლექსები და ჩემი მეგობრები.გავიცანი ძალიან კარგი გოგონა და პოეტი მარიამი.ბაჩომ დღესაც წაიკითხა ჩემი საყვარელი ლექსი:,,დედისტყაოსანი".
რაც შეეხება ბაჩოს,გუშინ მის ,,მათხოვარზე" დავწერე ,სათხოვარი",რომელიც ძალიან მოეწონა.გამოვიდა ახალგაზრდა პოეტი,რომელმაც კარგი ლექსები წიკითხა ჩემდა გასაკვირად.გვყავდა ასევე ზურა ქავთარია რომელიც ჩემი ბაჩოს მეგობარია და ამ საღამოსთვის თბილისიდან ჩამოვიდა,ისევე როგორც მარიამი,რომელიც ზემოთ აღვნიშნე.პოეზიის 2 საათმა ძალიან კარგად ჩაიარა,ვკითხულობდით ლექსებს და ვუმზერდით,მშობლებისა და ბავშვების სულანთებულ თვალებს!
ჩემი ამირანი კი ძალიან კარგი ადამიანია,მას შეუძლია ორ წამში დაწეროს გულში ჩამწვდომი ლექსი,სწორედ ამ ექსპრომტად დაწერილ ლექსებს ჰქონდათ დღესაც მის გონებაში მასკარადი,რაც აპლოდისმენტებს იწვევდა,თანაც მქუხარეს !!!
ჩემი გურამი კი ძალიან საყვარელი ბიჭია,ძალიან კარგ ლექსებს წერს და როცა კითხულობს,მიხვდები ნამდვილად ნიჭიერი და გულიანი ბიჭი რომაა!
დაბოლოს,დასრულდა ჩვენი პოეზიის დრო მაგრამ არ დასრულებულა პოეზია სულში,თვალებანთებული ადამიანები მოდიოდნენ სცენასთად და მადლობებს,მადლობებზე გვიხდიდა,ეს იმდენად დიდი რამ არის ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის რომ ვერ აღვწერ!
მიყვარს პოეზია და მიყვარს ჩემი მეგობრები,ბაჩო,ამო,გურამი,ზურა და ....
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ბიჭებს რომლებმაც მუსიკალურად გაგვილამაზეს ჩვენი პოეზია!
დიდი მადლობა ქ.რუსთავის 17 საჯარო სკოლას!
:* :*
ReplyDeleteმადლობა თქვენ,რომ გვყავხართ ესეთი სამაგალითო ქართველი ახლგაზრდები!ვთვლი, რომ დღეს თქვენ ჩაუტარეთ ბავშვებს ქართველობის, კარგი აღზრდის, სიკეთისა და სიყვარულის კარგი გაკვეთილი. შემიყვარდით.... ღმერთმა დაგლოცოთ!
ReplyDelete