Friday, January 25, 2013

მოსმენა - გადარჩენის ტოლფასი


ერთ პატარა მექსიკურ სოფელში სოფლის კლუბი ჩამოინგრა. ეს კლუბი მთელ სოფელს ძალიან ეძვირფასებოდა. იგი მათი გართობისა და თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. გადაწყვიტეს, მის აღსადგენად ფული შეეგროვებინათ და საამისოდ აუქციონი მოაწყვეს. ვისაც რა ემეტებოდა, შინიდან გამოჰქონდათ და აუქციონზე ყიდდნენ. ზოგს გარაჟიდან მოჰქონდა ძველმანი ნივთები და ზოგს სხვენიდან. ნივთებს აუქციონზე ყიდდნენ და ასე ავსებდნენ კლუბის აღსადგენ სალაროს. ერთმა ბერიკაცმა მოიტანა სადღაც ნაგდები და დაბენძღილი ვიოლინო. ვიოლინო ისე გასაცოდავებული იყო, რომ აუქციონერმა სასტარტო ფასის დასახელებაზე თავი არ შეიწუხა. “რამდენს იძლევით ამ გაბედრანგებულ ვიოლინოში?” საჯაროდ გაიმასხრა აუქციონერმა. “რამდენს და 50 ცენტს, 30 ცენტს!” – ასევე მასხრობით გამოეპასუხნენ დარბაზიდან. აშკარა იყო, ვიოლინოს მუშტარი ვერ გამოუჩნდებოდა დარბაზში. მაგრამ უცებ წამოდგა ვიოლინოს პატრონი მოხუცი, ყელზე მიიბჯინა დაბენძღილი ვიოლინო და ყველასთვის მოულოდნელად, მშვენიერ ხმაზე ააჟღერა ინსტრუმენტი. ვიოლინოს მაშინვე დაედო ფასი და 1500 დოლარად გაიყიდა. კეთილხმოვანებამ ვიოლინოს ფასი შესძინა.
რამ შეიძლება ადამიანებს კეთილხმოვანება შეგვძინოს და რამ შეიძლება აამაღლოს  ჩვენი ღირსება? რამ შეიძლება სრულფასოვნად გვაგრძნობინოს თავი მიუხედავად ნებისმიერი ნაკლისა და მანკისა რომელსაც ჩვენ შეიძლება ვატარებდეთ?

No comments:

Post a Comment