რა არის ბრენდი და იმიჯი? ზოგმა არ იცის ამ სიტყვების მნიშვნელობა, ზოგს ერთმანეში
ეშლება, ზოგს სულ სხვა რაღაც ჰგონია.
მაშინ ჩნდება ასეთი კითვა: როგორ აღიქვამენ საქართველოში ბრენდს და იმიჯს? ალბათ გაგიგიათ ფრაზა – “რაღაც ჩინური კი არ არის, ბრენდია”.
ACT-მ გადაწვყიტა გამოეკვლია რა ასოციაციებს იწვევს სიტყვები ბრენდი და იმიჯი ქართველ მომხმარებელში.
ბრენდი
როგორც გრაფიკიდან ჩანს რესპონდენტთა უმრავლესობისთვის ბრენდი პირდაპირ ასოცირდება პროდუქტთან ან მწარმოებელთან და მხოლოდ 12,1% ასოცირდება პროდუქტის ან მომსახურების ხარისხთან.
გრაფიკში აღნიშნული პასუხების გარდა დაფიქსირდა სხვა პასუხებიც, როგორც “ექსკლუზივი, გამარჯვება” ,”ჩინეთში დამზადებული ნივთი”, “მეცნიერება” და ჩემი საყვარელი - ”ქართული ტუტუცობა”.
იმიჯი
იმიჯის შემთხვევაში აშკარაა რომ ქართველი მომხმარებლისთვის იგი პირდაპირ კავშირშია რეპუტაციასთან და მხოლოდ შემდეგ პერსონის პიროვნულ მახასიათებლებთან.
აქაც, გრაფიკში აღნიშნულის პასუხების გარდა დაფიქსირდა სხვა პასუხებიც – “სურათი”, “ფასადი”, “რეკლამა” და კიდევ ერთი საინტერესო პასუხი – “მთაში სალოცავი”.
სტატისტიკიც წყარო: ACT Research.
No comments:
Post a Comment