Wednesday, January 30, 2013

ჩვენი პოეზიის საღამო ქ.რუსთავის #17 საჯარო სკოლაში.

         დღეს ძალიან კარგი დღე იყო,მშვენიერი აუდიტორია,შესანიშნავი ლექსები და ჩემი მეგობრები.გავიცანი ძალიან კარგი გოგონა და პოეტი მარიამი.ბაჩომ დღესაც წაიკითხა ჩემი საყვარელი ლექსი:,,დედისტყაოსანი".
         რაც შეეხება ბაჩოს,გუშინ მის ,,მათხოვარზე" დავწერე ,სათხოვარი",რომელიც ძალიან მოეწონა.გამოვიდა ახალგაზრდა პოეტი,რომელმაც კარგი ლექსები წიკითხა ჩემდა გასაკვირად.გვყავდა ასევე ზურა ქავთარია რომელიც ჩემი ბაჩოს მეგობარია და ამ საღამოსთვის თბილისიდან ჩამოვიდა,ისევე როგორც მარიამი,რომელიც ზემოთ აღვნიშნე.პოეზიის 2 საათმა ძალიან კარგად ჩაიარა,ვკითხულობდით ლექსებს და ვუმზერდით,მშობლებისა და ბავშვების სულანთებულ თვალებს!
       ჩემი ამირანი კი ძალიან კარგი ადამიანია,მას შეუძლია ორ წამში დაწეროს გულში ჩამწვდომი ლექსი,სწორედ ამ ექსპრომტად დაწერილ ლექსებს ჰქონდათ დღესაც მის გონებაში მასკარადი,რაც აპლოდისმენტებს იწვევდა,თანაც მქუხარეს !!!
      ჩემი გურამი კი ძალიან საყვარელი ბიჭია,ძალიან კარგ ლექსებს წერს და როცა კითხულობს,მიხვდები ნამდვილად ნიჭიერი და გულიანი ბიჭი რომაა!
     დაბოლოს,დასრულდა ჩვენი პოეზიის დრო მაგრამ არ დასრულებულა პოეზია სულში,თვალებანთებული ადამიანები მოდიოდნენ სცენასთად და მადლობებს,მადლობებზე გვიხდიდა,ეს იმდენად დიდი რამ არის ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის რომ ვერ აღვწერ!
      მიყვარს პოეზია და მიყვარს ჩემი მეგობრები,ბაჩო,ამო,გურამი,ზურა და ....
     დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ბიჭებს რომლებმაც მუსიკალურად გაგვილამაზეს ჩვენი პოეზია!
    დიდი მადლობა ქ.რუსთავის 17 საჯარო სკოლას!

Friday, January 25, 2013

იუდას ბოლო წუთები

`რამდენი ხალხია!~ ცოტა მოშორებით გავიდა... `ეს გალავანი, რაღაც ძალიან დაძველდა. არ ჩამოიშალოს... ეგრევე თავზე დამეყრება ნანგრევები.~ გოლგოთისკენ გაიხედა. `არა, იქ წასვლა არ ღირს. ერთი ხეც კი არ დგას. სულ შიშველია, ყველაფერი ჩანს.~ `ტაძარი! ცარიელი იქნება. თან ბნელა ხოლმე იქ. მარტო პატარა სანთლები ანთია.~ ტაძრისკენ წავიდა ცარიელი ქუჩებით. მოსასხამი კიდევ უფრო წამოიფარა, ისე, რომ სახე დაეჩრდილა. რაც უფრო წინ მიდიოდა, ნაბიჯს უფრო ანელებდა. უცებ, ოციოდე ნაბიჯის მანძილზე, იოსებ არიმათიელი გამოჩნდა. შეკრთა. ერთ-ერთი სახლის ჭიშკარი ღია იყო. შევიდა, მოეფარა და ჭუჭრუტანიდან თვალით გააცილა იოსები. `კიდევ კარგი, ეზოში არავინ დამხვდა!..~ გამოვიდა. ცხელოდა. წვერი გაოფლიანებული ჰქონდა. ხელი ჩამოისვა და მოსასხმაზე შეიმშრალა. მერე კიდევ ერთხელ ჩამოისვა და კიდევ ერთხელ შეიწმინდა. ხელზე მაინც შერჩა ოფლი... იქვე ახლომახლო ხეირიანი არაფერი იყო და კედელს შეაწმინდა. მტვერი აეკრო ხელისგულზე. `ჯანდაბას!~ ასი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი ტაძრამდე. კიდევ უფრო შეანელა ნაბიჯი. მარცხენა ფეხის კუნთი აუთამაშდა. `აუ, მოდი, არ შევალ ტაძარში. იქ სიგრილეა და გაოფლიანებულზე ეგრევე შემამცივნებს. თან შეიძლება ვინმე იყოს შიგნით. ჰო, ამ ბოლო დროს, ერთი ახალგაზრდა კაცი რჩება ხოლმე წირვის შემდეგ ტაძარში, ისე, თავისთვის. ხალხი რომ გადის, ეგ ჩუმად დგას ხოლმე კუთხეში. არა, არ მინდა. ჯობია, სადმე წყნარ ადგილას გავიდე და ჩამოვჯდე. დავიღალე. ყოველთვის ასე ვიღლები, როცა ნელა დავდივარ.~ სახლისკენ გაუხვია. `დედას ალბათ სძინავს. რაღაც, სულ მოთენთილია ამ დღეებში. ისედაც ცხელა და ეტყობა, საჭმელს რომ აკეთებს, ორთქლი სიცხეს უმატებს. ჰო, აბა, როგორია, ახლა, გამოიკეტე ასეთ სიცხეში სახლში და აკეთე საჭმელები. მერე სარეცხიც... თან მოხუცდა და რომ ვეღარ აუდის, ბევრი უგროვდება ერთად...~ სიწყნარე იყო ეზოში. `ორთქლი გამოდის სახლიდან. ეტყობა, ჯერ ვერ მორჩა საქმეებს. ბაღში გავალ. იქ ჩრდილია. დედა რომ გამოვიდეს, მაინც ვერ დამინახავს.~ ოდნავ წელში მოიხარა და სწრაფად წავიდა ბაღისკენ. დაფნის ძირში მიწა მშრალი იყო და იქვე ჩამოჯდა. მერე რაღაც გაახსენდა და ადგა. არ უყვარდა, როცა კარგად მოკალათდებოდა და მერე რაღაცის გამო წამოდგომა უწევდა. დაფნის ფოთოლი მოწყვიტა, ისევ ჩამოჯდა და თვალზე აიფარა. მეორე თვალი დახუჭა, მაგრად კარგად ვერ ფარავდა სინათლეს და ხელიც მიიფარა. უცებ კარის ხმა გაისმა. `დედა გამოდის!.. საპირფარეშოში შევალ. კიდევ კარგი, ბაღშია დადგმული და ხეები ეფარება. შეუმჩნევლად შევალ ეგრევე.~ შევიდა, ჩაიკუზა და მოსასხამის კალთა აიფარა ცხვირზე. სუნი ციტათი მაინც აღწევდა. `რა მყუდროდ ვარ აქ! ვერ ვსუნთქავ წესიერად და ვიოფლები, მაგრამ მყუდროდ ვგრძნობ თავს.~ დედა ბაღისკენ წამოვიდა ნელი ნაბიჯით. `ეტყობა, საპირფარეშოში მოუნდა შესვლა!..~ უხმაუროდ გამოვიდა საპირფარეშოდან და უკანა კედელს მოეფარა. თან დედის ნელ ნაბიჯებს გრძნობდა ყურით. ახლა თავბრუ ეხვეოდა ცოტათი, წეღან ჩაცუცქული რომ იჯდა და უცებ წამოდგა. დედამ საპირფარეშოს კარი მშვიდად გააღო... ოც წუთზე მეტ ხანს არ გამოსულა. მერე გამოვიდა და კიდევ უფრო ნელი ნაბიჯით გაბრუნდა სახლისკენ. `გავალ სადმე სხვაგან...~ ბაღიდან გამოვიდა. ჭიშკარში გაიხედა. არავინ ჩანდა არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. გამოვიდა ქუჩაში და საშუალო ნაბიჯით წავიდა. თავი ცოტათი წინ ჰქონდა წაწეული. ქუჩებს გასცდა. აქ უკვე შენობები აღარ იყო, არც ხეები. მარტო ქვიშისფერი მიწა და ეკლიანი ბუჩქები. ძალიან დაბალი ბუჩქები იყო. `რა მინდა აქ?! აბა, მე რა ვიცი, რა მინდა!.. ე, იქ რა ჩანს?~ კილომეტრის სიშორეზე რაღაც მოჩანდა მუქად. სულ ქვიშისფერი იყო ყველაფერი და ის მუქი ადგილი ადვილი გასარჩევი იყო. ცოტა აგრილდა. მიდიოდა და თან მოსასხამს აქეთ-იქით აფრიალებდა, რომ ოფლი სწრაფად შეშრობოდა და არ შესცივებოდა... მიუახლოვდა იმ შავ რაღაცას. `მეც არ ვიფიქრე, რა არის-მეთქი! ხე ყოფილა.~ ათ ნაბიჯზე მიუახლოვდა. `მოიცა... ეს თოკი ვიღამ ჩამოკიდა აქ?! მარყუჟი არა აქვს გაკეთებული. თან ეს ტოტი ძალიან ხმელია... ვერ გაუძლებდა.~ მოხსნა და უფრო მაღლა, მსხვილ ტოტს გამოაბა. `როგორც იქნა, დავრჩი მარტო!~.

შიში და სიძულვილი ლას ვეგასში: გადარეული მგზავრობა ამერიკული ოცნების შუაგულისკენ


ეძღვნება ბობ გეიგერს, მიზეზთა გამო - ახსნა საჭირო არ არის - და ბობ დილანს, Mr. Tambourine man-ისთვის . 

„ის ვინც ნებით მხეცდება, ადამიანად ყოფნის ტკივილს აღწევს თავს“
დოქტორ ჯონსონი  

კარი პირველი

სადღაც ბარსტოუს მიდამოებში ვმოძრაობდით, უდაბნოს პირას, წამალმა რომ მოიტანა. მახსოვს, რაღაც ამდაგვარი ვთქვი: „თავში მიქრის; მგონი ჯობია შენ ატარო...“ როცა უეცრად საზარელი ღრიალი მოგვესმა ყველა მხრიდან და ცა უზარმაზარი არსებებით გაიძეძგა. მგონი ღამურები იყვნენ. გამყივანი წრიპინით აცხრებოდნენ მანქანას, რომელიც საათში დაახლოებით ასი მილის სიჩქარით მიგრიალებდა ლას-ვეგასისკენ, ხმა კი გაჰყვიროდა: „წმინდაო იესო! რამ შვა ეს წყეულები?“ 

მერე ისევ სიჩუმე. ჩემი პერანგშემოძარცვული ადვოკატი ლუდს ისხამდა მკერდზე, უკეთ გასარუჯად. „რა გაღრიალებს?“ - ჩაიბუტბუტა მზისთვის პირმიპყრობილმა. მის დახუჭულ თვალებს ესპანური სათვალე ფარავდა. „დაიკიდე, - ვუპასუხე მე, - შენი ჯერია, ატარო“. დავამუხრუჭე და დიადი წითელი ზვიგენი  გზის გასწვრივ გადავაყენე. უაზრობაა ღამურებზე ლაპარაკი. მალე თავად ნახავს, საბრალო ნაბიჭვარი.

თითქმის შუადღე იყო და ას მილზე მეტი დაგვრჩენოდა სავალი. ასი მძიმე მილი. უკვე ვხვდებოდი, რომ ცოტა ხანში ორივეს სახე აგვეხეოდა, მაგრამ ყველა ხიდი დამწვარი იყო, არც დრო გვქონდა დასასვენებლად. გზაში უნდა დაგვეძლია. 

პრესასთვის რეგისტრაცია ლეგენდარულ „მინტ 400“-ზე დასასწრებად უკვე დაწყებული იქნებოდა და ოთხ საათამდე უნდა მიგვესწრო ჩვენი ბგერაგაუმტარი ნომრის გამოსათხოვად. მოდურ ნიუ იორკულ სპორტულ ჟურნალს უკვე ეზრუნა აპარტამენტის დაჯავშნაზე. ისინი იხდიდნენ ამ დიდი წითელი შევროსთვისაც, რომელიც სანსეტის ბულვარზე ვიქირავეთ... ესეც რომ არა, მე ხომ პროფესიონალი ჟურნალისტი ვარ; ჩემი მოვალეობაა ვუპატაკო მკითხველს მოვლენების ეპიცენტრიდან, გინდ ცოცხალი ვიყო, გინდ მკვდარი.

სპორტულმა რედაქტორებმა ნაღდი ფულიც მომცეს, $300, რომლის უმეტესი ნაწილი უკვე დაგვებანდებინა საშიშ ნივთიერებებში. მანქანის საბარგული პოლიციის მოძრავ ნარკოლაბორატორიას ჰგავდა. გვქონდა ორი პარკი ბალახი, მესკალინის სამოცდათხუთმეტი ბურთულა, ხუთი ფირფიტა მაღალკალიბრიანი ელ-ეს-დე, კოკაინით ნახევრადსავსე სამარილე და ნაირფერი პლანეტების მთელი აღლუმი - ორბიტაზე გასასვლელად თუ მიწის ქვეშ ჩასასვლელად, რიხიანად დასამღერად თუ სიცილით ჩასასვრელად... კიდევ, ერთი კვარტი  ტეკილა, რომის კვარტი, ბუდვაიზერის ყუთი, ერთი პინტი  ნედლი ეფირი  და ორი დუჟინი ამილნიტრიტი.  

მთელი ეს მოსავალი წინა ღამეს მოვიწიეთ. შეშლილი რბოლა გავმართეთ ლოს ანჟელესში - ტოპაგოდან უოტსამდე ყველაფერს ვბღუჯავდით, რაც ხელში ჩაგვივარდებოდა. ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი გვჭირდებოდა ამ ერთი გასვლისთვის, მაგრამ თუ უნებურად   კოლექციონერად იგრნობ თავს, მერე უკვე ბოლომდე აწყვები. 

ერთადერთი, რაც მანერვიულებდა, ეფირი იყო. ქვეყნად არაფერია ეფირის სიღრმეებში ჩაშვებულ კაცზე უფრო უმწეო, უპასუხისმგებლო, გახრწნილი. ვიცოდი, მალევე მივასკდებოდით ამ საზიზღრობას - სავარაუდოდ, უკვე შემდეგ ბენზოგასამართ სადგურთან. თითქმის ყველაფრის დეგუსტირება მოგვესწრო აქამდე, ახლა კი - ჰო, ეფირიც მოგვდგომოდა ხახის კარს; მომდევნო ასი მილი გახევებულებს და პირზე დორბლშემხმარებს უნდა გვევლო. ეფირით ჩაკაიფებულს ერთადერთი შანსი გაქვს ყურადღება მოიკრიბო: ამილნიტრიტი, ბევრი ამილნიტრიტი - ერთიანად არა, გამოზოგვით, ისე, რომ ფოკუსი და სპიდომეტრზე 90 მილის ნიშნული შეინარჩუნო ბარსტოუს გზაზე.

„მგზავრობაც ასეთი უნდა, ძმაო, - თქვა ადვოკატმა და ღიღინით გადმოიხარა რომ რადიოსთვის ხმას აეწია, მერე კი ამოიღნავლა, - ერთი ნაფაზით მეტი მომივიდა, უფალო, ტკბილო... ერთი ნაფაზით მეტი მომივიდა...“ 

ერთი ნაფაზი? საბრალო, საბრალო ბიჭი! დაიცა, მალე ღამურებიც მოფრინდებიან. 

რადიოს ხმა ძლივს მესმოდა სავარძელზე მიგდებულს. ბოლო ხმაზე მომართულ მაგნიტოფონს ჩავფრენოდი, რომლიც მხოლოდ “Sympathy for the Devil”-ს  უკრავდა. ეს ერთადერთი ჩანაწერი გვქონდა. ჩვენც ვატრიალებდით და ვატრიალებდით - რადიოს გიჟი კონტრაპუნქტი. თან სიარულის რითმს გვაძლევდა. მუდმივი სიჩქარე კარგია, ამ დროს მანქანა ცოტას წვავს - რატომღაც, მაშინ ეს მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. აბა რა. ამგვარი... „ექსკურსიის“ დროს, კაცი საწვავს ყურადღებით უნდა მოეკიდოს. უცებ გაზს არ უნდა მიადგა, თორემ მთელს სისხლს ტვინსუკან გაიწოვს. 

ადვოკატმა ჰიჩჰაიკერი  ჩემამდე დაინახა. „გავიყვანოთ ბიჭი“, - თქვა და სანამ პირს გავაღებდი საწინააღმდეგო არგუმენტისთვის, უკვე გაეჩერებინა; საბრალო ოკლაჰომელი ბიჭი-ნაცარა კი მანქანაში ხტებოდა, გაბადრული, სიტყვებით, „ასწორებს! კაბრიოლეტით არ მიმგზავრია აქამდე!“ 

-ვა, მართლა? - ვუპასუხე, - მგონი, უკვე მომწიფდი ამისთვის, ჰა?
ნაცარამ თავი დააქიცინა და ძრავმაც იღმუვლა.
-ჩვენ შენი მეგობრები ვართ, - წამოიწყო ადვოკატმა,  - დანარჩენებს არ ვგავართ.

„ღმერთო მაღალო, მოსახვევში ძლივს ჩაეტია, - გავიფიქრე და შევუღრინე, - მორჩი ლაპარაკს, თორემ წურბელებს მოგიქსევ“. პასუხად, ადვოკატმა კბილები დაკრიჭა - გავიგონეო. საბედნიეროდ, მანქანაში ისეთი ხმაური იყო, - ცალკე ქარი, ცალკე რადიო, ცალკე მაგნიტოფონი, - რომ უკანა სავარძელზე მოკალათებულ ბიჭს სიტყვაც არ ესმოდა ჩვენი. ან იქნებ... ესმოდა?

კიდევ რამდენს გავატანთ? მიკვირდა. რა ხანი დაგვრჩა, ვიდრე რომელიმე ბოდვას დავიწყებთ ბიჭის გულის გასახეთქად? რას იფიქრებს მერე? ზუსტად ეს უკაცური უდაბნო იყო მენსონების  ოჯახის უკანასკნელი ბუდე. მენსონების ამბავი ხომ არ შემოეცნაურება, როცა ჩემი ადვოკატი ყვირილს ატეხს მანქანის თავზე მოტრიალე ღამურებზე და მანტებზე ? ამ შემთხვევაში, რა გაეწყობა, მოგვიწევს დავბრიდოთ და უდაბნოში ჩავფლათ მისი მოჭრილი თავი. აბა დასხლტომის საშუალებას ხომ არ მივცემთ... მაშინვე გაიქცევა და რომელიმე ფაშისტურ სააღმსრულებლო კანტორაში ჩაგვიშვებს, ისინიც ძაღლებივით დაიგეშებიან.

ღმერთო! ეს ვთქვი? თუ უბრალოდ გავიფიქრე? ვლაპარაკობდი? გაიგეს? ადვოკატს გავხედე, მაგრამ სადღაც სხვაგან იყო - გზას მიშტერებული, საათში დაახლოებით ას ათი მილის სიჩქარით მიაქანებდა დიად წითელ ზვიგენს. უკანა სავარძლიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მგონი სჯობს გამოველაპარაკო ბიჭს. რაღაცებს თუ ავუხსნი, იქნებ მოეშვას.

რა თქმა უნდა. მოვბრუნდი და ფართო, დახვეწილი ღიმილით დავაჯილდოვე ბიჭი, მისი თავის ფორმით აღფრთოვანებულმა. 

-სხვათა შორის, ერთი რამეა, რაც უნდა იცოდე. 
მიყურებდა და თვალს არ ახამხამებდა. კრიჭაც შეეკრა?
-გესმის ჩემი? - ვუყვირე.
თავი დამიქნია.
-კარგი. მინდა იცოდე, რომ ლას ვეგასში მივდივართ ამერიკული ოცნების საპოვნელად, - კვლავ გავუღიმე, - ეს მანქანაც ამიტომ ვიქირავეთ. სხვა არ გამოდგებოდა. დაწვი?
ისევ თავი დააქნია, თუმცა თვალები ყიდდა, რომ ნერვიულობდა. 
-მინდა მთელი პრეისტორია იცოდე, იმიტომ, რომ სახიფათო საქმეა, შეიძლება კაცს მაგრად დაერხეს... ფუ, ლუდი სულ დამავიწყდა. გინდა?
თავი დააქნია. ამჯერად უარყოფის ნიშნად. 
-ეფირი?
-რა-ა?
-არაფერი. მოდი, მთავარ მუღამს გეტყვი. დაახლოებით ოცდაოთხი საათის წინ, ბევერლი ჰილსზე, პოლო ლანჟშის სასტუმროში ვისხედით, - შიდა ეზოში, რა თქმა უნდა, - უბრალოდ, ვისხედით პალმის ქვეშ, როცა ვიღაც უნიფორმიანი ჯუჯა მეახლა ვარდისფერი ტელეფონით ხელში და მეუბნება „ეს ის ზარი უნდა იყოს, რომელსაც რა ხანია ელით, სერ“.

 გავიცინე. ლუდის ქილა გავხსენი და ქაფით მთელი უკანა სავარძელი გავწუწე, თან თხრობას ვაგრძელებდი:

-და შენ წარმოიდგინე, მართალი იყო! ზარს ველოდი, მართალია, არ ვიცოდი ვისგან, მაგრამ ველოდი. ამუღამებ?
ბიჭს სახეზე თითქოს შიშის და გაოგნების ნიღაბი აეფარებინა. მე ჩემსას ვაწვებოდი:
-მინდა იცოდე, რომ ეს კაცი, საჭესთან, ჩემი ადვოკატია! ისეთი კი არა, ბულვარზე კონებად რომ ყრია. არა, ამის დედაც, უბრალოდ შეხედე. არც შენ გგავს, არც მე, ხო? იმიტომ, რომ უცხოელია. მგონი სამოელი. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. თუ აქვს? რასისტი ხარ?
-არა, ღმერთო, არა! - ამოილუღლუღა.
-ასეც ვიცოდი. იცოდე, რასის მიუხედავად ეს კაცი ჩემთვის ძალიან ძვირფასია
ადვოკატს შევხედე. სადღაც დაფრინავდა. მძღოლის სავარძელს მუშტი მივცხე.
-მნიშვნელოვან რამეს ვამბობ, გაიგე? ნაღდ ამბავს ვყვები! 
მანქანა შეტორტმანდა. 
-ხელი გაწი, შენი... - იყვირა ადვოკატმა და საჭე გაასწორა.
 ბიჭი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მზად იყო მანქანიდან გადამხტარიყო თავის საშველად, თუნდაც ეს ნახტომი მის ცხოვრებაში უკანასკნელი ყოფილიყო. 

ნელ-ნელა გვერხეოდა, საშიშად ვიქცეოდით. რატომ? - საგონებელში ჩავვარდი, - რა, ადამიანური ურთიერთობების ადგილი არ იყო ამ მანქანაში? პირუტყვებამდე, მხეცებამდე დავეცით?

არა. იმიტომ, რომ ნამდვილ ამბავს ვყვებოდი. დარწმუნებული ვიყავი, ამის გამო. და ვგრძნობდი, რომ ამბავი მნიშვნელოვანი იყო. სხვაგვარად ჩვენი მოგზაურობის ნამდვილ მიზეზს ვერ ვცხადყოფდი. მართლა ვიჯექით პოლო ლანჟში - არც კი ვიცი რამდენი საათი - ვსვამდით მესკალინით დაშაქრულ სინგაპურ სლინგს, ვაყოლებდით ლუდს. და როცა ზარი გამოვიდა, მე მზად ვიყავი. 

მახსოვს, ჯუჯა ფრთხილად მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას და როცა ვარდისფერი ყურმილი მომაწოდა, მე არაფერი მითქვამს, მხოლოდ ვისმენდი. მერე ტელეფონი გავთიშე და ადვოკატს მივუტრიალდი: „გენშტაბიდან დარეკეს. უნდათ, ახლავე ლას ვეგასისკენ დავაწვე და შევხვდე პორტუგალიელ ფოტოგრაფს, სახელად ლასერდა. დეტალებში ეგ გამარკვევს. სასტუმროში რომ დავრეგისტრირდები, თვითონვე გაიჩითება“.

ჩაფიქრებული ადვოკატი უეცრად გამოცოცხლდა: „ღმერთო! - წამოიყვირა, - მგონი ვხვდები. ხათაბალასავით ჟღერს! - ხაკისფერი პერანგი თეთრ ტრუსში ჩაიტანია და სასმელი მოითხოვა, - ამ საქმის მოსაყომარებლად იურიდიული კონსულტაცია დაგჭირდება. აი, ჩემი პირველი რჩევა: დაიქირავე სწრაფი კაბრიოლეტი და ლოს ანჟელესიდან უახლოეს ორმოცდარვა საათში აუდე“. შემდეგ მწუხარედ გაიქნია თავი: „მთელმა ჩემმა უიკენდმა დაყვინა, შენთან ერთად მომიწევს წამოსვლა. ჰო მართლა - უნდა შევიარაღდეთ“.  

-რატომაც არა? - ვუპასუხე, - ოღონდ იცოდე, ამგვარ ბრძოლაში ტყვეები არ აჰყავთ. აღჭურვილობა და მწვანეები დაგვჭირდება: გვჭირდება წამლები და სუპერმგრძნობიარე მაგნიტოფონი უსასრულო ჩანაწერით. 
-რაზე წერ?
-„მინტ 400“, ყველაზე ბარაქიანი ოფროუდ მოტორბოლაა ორგანიზებული სპორტის ისტორიაში. ქვიშის ავტოებიც კი მონაწილეობენ. ფანტასტიკური სპექტაკლი ვიღაც სქელტრაკა მაყუთას საპატივცემულოდ, დელ უები ჰქვია. ძვირფასი სასტუმრო რომაა, მინტი, ლას ვეგასის შუაგულში, მაგის მფლობელი... ყოველ შემთხვევაში პრეს-რელიზში ასე წერია; ნიუ იორკიდან წამიკითხეს ახლახან.   
-მაშინ, როგორც ადვოკატი, გირჩევ მოტოციკლი იყიდო. სხვანაირად, ნაღდ ამბავს ვერ მოუყვები მკითხველს.
-შანსი არაა, - მოვუჭერი მე, - ვინსენტ ბლეკ შედოუს აქ სად დავითრევთ?
-ეგ რაღაა?
-უდედისმხვნელესი ბაიკი. ახალი მოდელის ორიათას კუბურ დუიმიანი ძრავი ორასი დაკუნთული ცხენის ძალას ანვითარებს, წუთში ოთხიატასი ბრუნით. მაგნიუმის ჩარჩოშია ჩასმული, ორადგილიანი ტრაკისმკოცნელი დასაჯდომით. წონა - ზუსტად ორასი ფუნტი .
-ზედგამოჭრილია ჩვენი შტურმისთვის. 
-კი, - ვუპასუხე თავდაჯერებით, - მანევრირების ამბავში ვერ ბრწყინავს, მაგრამ თუ სწორი გზაა, ამ მხეცზე ამხედრებულს ეშმაკიც ვერ დაგეწევა. F-111 -საც ჩამოიტოვებს, აფრენამდე. 
-აფრენამდე? - ჩაფიქრდა, - ჩვენ მოვირგებთ ლითონის ამ სამკაულს?

-დედას ვუტირებთ, - ვუპასუხე, - ნიუ იორკს დავუკავშირდები მაყუთისთვის.

გოგონა-ღამე რომ შეუყვარდა


ისიც თითქმის ჩვეულებრივი პატარა გოგონა იყო, გამხდარი და აქეთ-იქით გაპრეხილნაწნავებიანი. მხოლოდ ზეაწეულწამწამებიანი ცისფერი თვალები ცოტა უფრო ფართოდ ჰქონდა გახელილი, ვიდრე სხვა გოგონებს აქვთ, და ყველაფერს ცოტა უფრო სხვანაირად ხედავდა, ვიდრე ჩვენ.
აი, მაგალითად, როდესაც ჩვენ ბაღში მივდივართ და ხეს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ხე ან უძრავად დგას, ან არადა მის მწვანე ფოთლებს ნიავი აშრიალებს; ან ჰყვავის, ან ის-ისაა, კოკრები გამოაქვს. ის გოგონა კი ხედავდა, რომ ხის ფოთლებს ნიავი კი არ აშრიალებს, ყუნწებში უღიტინებს და ფოთლები ხტიან, ხითხითებენ, ლამის გული წაუვიდეთ ხითხითისაგან; ის ხედავდა, რომ ხე უბრალოდ კი არ ჰყვავის, ყოველი კვირტი თოთო ბავშვივით იღვიძებს, თვალებს იფშვნეტს, იზმორება და _ ტკაც! _ ღიმილით უბრწყინდება სახე.
გოგონას კიდევ ისიც შეეძლო, რომ თვალები დაეხუჭა და უფრო მეტი რამ დაენახა, ვიდრე თვალხილული ხედავდა. თვალხილული თავის ოთახს, თავისი ქუჩის  სახლებს, არეულ-დარეულ მანქანებს, ადამიანებს და მაღაზიებს ხედავდა, მაგრამ, როდესაც თვალებს დახუჭავდა _ უუ! _ მაშინ ათას უცნაურ რამეს დაინახავდა. დაინახავდა უკი-დეგანო ლურჯ ოკეანეს, რომელსაც ქათქათაიალქნებიანი გემი მიაპობდა სიმღერით (იალქნები მღეროდნენ); დაინახავდა მზის სხივებით სავსე უღრან ტყეს, რომელშიც ათასნაირი ფერის ჩიტები დაფრინავდნენ და ყველა თავის ხმაზე ეძახდა ერთმანეთს; დაინახავდა მაღალ, შუბის წვერებივით ალესილ მთებს, რომელთა მწვერვალებიდან მწვერვალებზე ყელმოღერებული ჯიხვები გადაქროდნენ შხივილით...
ერთ ზაფხულს ეს გოგონა დედამ და მამამ აგარაკზე წაიყვანეს. აგარაკი შორს იყო. ჩასხდნენ მატარებელში, იარეს, იარეს; მატარებლიდან ჩამოვიდნენ, ავტობუსში გადასხდნენ; ისევ იარეს, იარეს, და ბოლოს, როგორც იყო, მივიდნენ.
სანამ გოგონას ამ აგარაკზე წამოიყვანდნენ, მანამ ის სულ თავის დიდ ქალაქში ცხოვრობდა. დიდ ქალაქებში ხომ ასეა: როგორც კი ღამე დააპირებს მოსვლას, აანთებენ მილიონ ელნათურას და არ შემოუშვებენ. ამ ქალაქშიც ასე იყო: დააპირებდა ღამე მოსვლას, აანთებდნენ მილიონ ელნათურას და დაახევინებდნენ უკან. ნამდვილი ღამე ქალაქელებს არც კი უნახავთ. გოგონასაც არ ენახა და, სანამ ქალაქში ცხოვრობდა, ღამის არც სიყვარულზე უფიქრია, არც სიძულვილზე. უყვარდა სიბნელე, ესე იგი, როდესაც სინათლეს გამორთავდა, _ მაშინ მას თვალების დახუჭვაც არ უნდოდა, იწვა და ისე ხედავდა ათასნაირ სურათს, უყვარდა ასეთი სიბნელე, მაგრამ ღამისა არც სიყვარულზე უფიქრია, არც სიძულვილზე.
და, აი, გოგონა უკვე აგარაკზეა. ჩამოდიან ავტობუსიდან და რას ხედავს, აგარაკი ტყეშია, პატარა ლამაზი ხის სახლი, რომელიც გოგონას მამას დაუქირავებია, ვეება შავი ნაძვების ქვეშ დგას. რა თქმა უნდა, ნაძვები სინამდვილეში მწვანეებია, მაგრამ ღამით ხომ ყველაფერი შავად ჩანს _ ხეებიც, წყალიც და ცაც! _ აქ კი უკვე ღამეა, ნამდვილი ღამე, დაბრუნებულა ნახირი, დაჩუმებულან ფრინველები, მიმწყდარა ადამიანების ფეხის ხმაც. ცაზე მილიონი დიდი ჩახჩახა ვარსკვლავი ანთია და ისინიღა კრუტუნებენ:
_ კრუ, კრუ, კრუ!..
რა თქმა უნდა, ეს ვარსკვლავები კი არა, ჭრიჭინები, კალიები და სხვა რაღაც ასეთი მწერები კრუტუნებენ, მაგრამ გოგონას ასე ეჩვენება!.. დედა და მამა ფუსფუსებენ, ბარგს შინ ეზიდებიან, ჩემოდნებს ხსნიან, ოთახს  აწყობენ, გოგონა კი აივანზე დგას, ფართოდ გახელილი თვალები უფრო ფართოდ აქვს გახელილი, თანაც უბრწყინავს, უბრწყინავს, შესცქერის დიდ, ჩახჩახა ვარსკვლავებს და ეჩვენება, რომ ვარსკვლავები კრუტუნებენ, ფისუნებივით ჟუტავენ თვალებს და უცინიან ჩუმ-ჩუმად.
დღისით სიცხე ყოფილა. ტოტებდაოსებული ნაძვები სულს ითქვამენ და ერთმანეთს ეკითხებიან ჩურჩულით, როგორ გადაიტანეს დღევანდელი სიცხე, ხომ არაფერი გიჭირთო. არც ერთ ნაძვს არაფერი უჭირდა და სიამოვნებით იზმორებოდნენ, ადიოდნენ მაღლა, იზრდებოდნენ. აი, აივანზე გადმომდგარი გოგონა შეამჩნიეს.
_ რა კარგი გოგონაა! რა ლამაზი გოგონაა! _ აღტაცებით გადაუჩურჩულებენ ერთმანეთს. _ ო, რა ლამაზი გოგონაა! შეხედეთ, შეხედეთ!
გოგონა კი ისევ ვარსკვლავების მზერითაა გართული, ისევ იმ ხმებს უგდებს ყურს:
_ კრუ, კრუ კრუ!..
მერე აივნიდან ეზოშიც ჩადის. უნდა, რომ  უფრო მეტი ვარსკვლავი დაინახოს. გაშლის წვრილ, გრძელ მკლავებს, დატრიალდება და _ უუ!.. _ მილიონი ვარსკვლავიც თან მიჰყვება ბრუნვითა და სიცილით.
და უცებ ცას ერთი ვარსკვლავი მოსწყდა. წამოვიდა ელვისებური სისწრაფით, გაიზარდა, გაიზარდა და მთლად დიდი, დიდი, ჩახჩახა, სულ ახლოს, შავი ნაძვების კენწეროების იქით გაუჩინარდა. გოგონა იმ ნაძვებისაკენ გაიქცა. ის ვარსკვლავი ისე ახლოს ჩავარდა, რომ უეჭველად იპოვის! წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერი იქნება, თუ იმ ვარსკვლავს იპოვის! ხანდახან ფეხი უცურდება რბილ, სასიამოვნო და სურნელოვან ხავსზე, წაიფორხილებს, მაგრამ ისევ მალე გაიმართება და მირბის, მირბის. ფართოდ გახელილი თვალები კიდევ უფრო ფართოდ აქვს გახელილი, კიდევ უფრო მეტად უბრწყინავს. სულ ცოტაც, სულ ცოტაც! ვარსკვლავი აქ თუ არა, აი, იმ ბუჩქის უკან მაინც იქნება; აქ თუ არა, აი, იმ ბუჩქის უკან მაინც იქნება აუცილებლად. წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერებაა ვარსკვლავის პოვნა! შეჩერდება, მიიხედ-მოიხედავს და ისევ გარბის ხეების შავად ალანდულ ძირებს შორის...
ვეება ნაძვები და მუხები აქაც აღტაცებით ეჩურჩულებიან ერთმანეთს:
_ პატარა ლამაზ გოგონას ღამისა არ ეშინია... პატარა ლამაზ გოგონას ლამაზი კაბა აცვია, ლამაზად აქვს დაწნული თმა! აბა, ფრთხილად, კაბა არ დავუხიოთ, ნაწნავები არ დავუშალოთ!
და ვეება ნაძვები და მუხები შეუმჩნევლად სწევენ ტოტებს, რომ გოგონას კაბა არ დაუხიონ, ნაწნავები არ დაუშალონ. აქეთ-იქით იწევიან ბუჩქებიც. გოგონა კი გარბის, გარბის...
მაგრამ განა როდემდე შეძლებდა სირბილს! დაიღალა და შეჩერდა. უნუგეშოდ იხედებოდა აქეთ-იქით. იყო შავი ხეები, შავი ბუჩქები, ვარსკვლავი კი არ ჩანდა არსად. და მიხვდა, რომ ვერც ვერასოდეს იპოვიდა. საშინლად დასწყდა გული. ხომ შეიძლებოდა, რომ ეპოვა? ო, რა ბედნიერი იქნებოდა მაშინ! ახლა კი... ცრემლებით აევსო ფართოდ გახელილი დიდი ცისფერი თვალები.
ეს დაინახეს ნაძვებმა, ეს დაინახეს ფიჭვებმა, ეს დაინახა თვით მარადნაღვლიანმა ღამემაც... ღამე აქამდე უხმოდ ადევნებდა თვალს. იგი მოხიბლული იყო ამ ლამაზი გოგონათი, რომელსაც სრულიად არ ეშინოდა მისი, და, აი, ახლა, როცა გოგონას ცრემლებით აევსო თვალები, დაბალი, ალერსიანი ხმით თქვა:
_ ნუ ტირი, პატარა ლამაზო გოგონავ, შენ იმ ვარსკვლავს ვერ იპოვი. იმ ვარსკვლავს ვერავინ ვერ იპოვის. ის შორს, ზღვაში ჩაეშვა, უზარმაზარმა ნათელთევზამ დაიჭირა და უკვე თავისი შვილების გასართობად მიაქვს. მაგრამ შენ ამაზე გული არ უნდა დაგწყდეს. აბა, დააკვირდი, რამდენი ლამაზი რამაა შენს ირგვლივ. აბა, დააკვირდი, აიხედე მაღლა!
გოგონამ მიმოიხედა, მერე თავი მაღლა ასწია და დიდი, ფართოდ გახელილი თვალები ისევ სიამოვნებით გაუბრწყინდა.
მაღლა, უზარმაზარი ხმელი ფიჭვის დაგრაგნილ ტოტებს შორის, დიდი ყვითელი მთვარე ამოსულიყო, იმ ხმელი ფიჭვის ტოტიდან ტოტზე მხიარული ციყვები ხტოდნენ და ისე მოჩანდა, თითქოს ციყვები მთვარეს ახტებოდნენ ზემოდან. გადახტებოდა ერთი და _ ტკრც!.. _ გაპრეხილი კუდით ნაპერწკლების მთელ გროვას გაიყოლებდა, გადახტებოდა მეორე _ ტკრც!.. _ და იმასაც ნაპერწკლების გროვა მიჰყვებოდა თან.
უცებ ციყვებმა გოგონა დაინახეს, შეშფოთებით გადაუსტვინეს ერთმანეთს და ყველანი ერთ ტოტზე გამწკრივდნენ. სხედან ასე მწკრივად და გაოცებული თვალებით მისჩერებიან გოგონას. გოგონამ ხელი მაღლა ასწია, ლამაზად დაუქნია თითები სალმის ნიშნად და გაუღიმა კიდევაც. ამან ციყვები გაახარა. იმათაც სტვენითა და თავის ქნევით მისცეს სალამი და მერე ისევ ტოტიდან ტოტზე ხტუნაობა განაგრძეს; თან ახლა უფრო გულმოდგინედ ხტოდნენ, ხტოდნენ და ჰაერშიც კოტრიალობდნენ სიცილით, რადგან უნდოდათ, ლამაზი გოგონასათვის ეჩვენებინათ, აი, როგორი ყოჩაღები ვართო.
სანამ გოგონა მაღლა იყურებოდა და ციყვების თამაშს ადევნებდა თვალს, ციცინათელების მთელი გუნდი მოფრინდა და მის ირგვლივ დაიწყეს ფრენა. ზოგნი აქეთ-იქით გაპრეხილ ნაწნავებზედაც დაასხდნენ _ მწკრივად, მძივივით ლამაზად. და, წარმოიდგინეთ ახლა: ირგვლივ ციცინათელების მთელი გუნდი უვლის და ყოველი ციცინათელა თავის წრეს ხაზავს, ნაწნავებზედაც ციცინათელები გამწკრივებია, ფართოდ გახელილი თვალები სიხარულით უბრწყინავს და გრძელი, წვრილი მკლავები თითქოს გასაფრენად აქვს გაშლილი!..
ღამეს თვითონვე მოსწონს თავისი საქციელი, კეთილად ეღიმება და კიდევ უფრო ლამაზი რამის მოგონებას ცდილობს.
_ ახლა წინ წადი, აგერ, იმ ბუჩქებში გაიარე, _ ალერსით ეუბნება გოგონას. და გოგონაც მიდის, მიდის და ციცინათელების მთელი გუნდიც თან მიჰყვება. ბუჩქები ტოტებს აქეთ-იქით სწევენ, რომ ლამაზ გოგონას ლამაზი კაბა არ დაუხიონ, ლამაზი ნაწნავები არ დაუშალონ, რომლებზედაც მძივებივით გამწკრივებულან ციცინათელები. გადის ბუჩქების იქით და აღტაცებული ჩერდება კამკამა ტბის პირას. ტბა ვარსკვლავებითა და ოქროს თევზებით არის სავსე. ოქროს თევზები სულ მაღლა ამოდიან, ნელ-ნელა ამოძრავებენ ლაყუჩებს, გაოცებულები შესცქერიან გოგონას, მერე სიხარულით ხტებიან ჰაერში და ტკიცინით ცვივდებიან ტალღებში. ტალღებში მთვარეც ანთია, დიდი, ათახთახებული მთვარე.
_ მიდი ახლოს! _ ალერსით ეუბნება გოგონას ღამე. და გოგონაც ფრთხილად მიდის ტბის პირას, წაიხრება, ჩაიხედავს შიგ და დაინახავს ციცინათელების მძივებით შემკულ, თავის აქეთ-იქით გაპრეხილ ნაწნავებს; დაინახავს გვირგვინს, რომელიც აგრეთვე ციცინათელებს დაუდგამთ, დაინახავს ფართოდ გახელილ თავის თვალებს...
უცებ ეს ფართოდ გახელილი თვალები უფრო მეტად უფართოვდება: წყალში ქორბუდა ირემი ჩანს. ასწევს თავს და ის ირემიც აიხედავს მაღლა. აღტაცებულები შესცქერიან ერთმანეთს. ირემს ოქროს რქები აქვს, თვალები დილის ჰაერივით უბრწყინავს. გოგონა ხელს გაუწვდის და ირემი მოდის, ნელი ნაბიჯით მოდის, მოვა სულ ახლოს და გრილ დრუნჩს შეახებს თითებზე. გოგონა შუბლზე ხელს ჩამოუსვამს. სულ ახლოს მიიწევს, ტუჩებს თვალებთან მიუტანს და ლამაზ თვალებში კოცნის. მერე კისერზე ხელს შემოხვევს, ლოყით ეხუტება ყბაზე. ირემი თვალებს ლულავს, ოდნავღა ატოკებს მოუსვენარ ყურებს. ციცინათელები ახლა ირმის რქებში ტრიალებენ და თითქოს ისინიც რაღაცას ეჩურჩულებიან ერთმანეთს. ჩუ!.. სადღაც სულ ახლოს ბულბული წამოიწყებს საგალობელს, ვიღაც იცინის. სიამოვნებით იცინის. ეს მარადნაღვლიანი ღამეა. მარადნაღვლიანი ღამე ტკბება ლამაზი პატარა გოგონას მზერით, რომელსაც არ ეჯავრება იგი, არ ეშინია მისი...
მაგრამ ირემი უცებ ყურებს ასცქვეტს, თვალებში წუხილი ჩაუდგება.
_ მე უნდა გავიქცე, ადამიანები მოდიან! _ ეუბნება გოგონას და ორი ნახტომით შეერევა ტყეს. სანამდე ტყეში შეიმალებოდეს მთლიანად, ერთხელაც მოიხედავს, მოიხედავს და გოგონა შეამჩნევს, რომ თვალები განშორების სევდით აქვს სავსე.
_ ჩვენც უნდა დავიმალოთ! _ ეუბნებიან გოგონას ციცინათელებიც და ისინიც ერთიმეორის მიყოლებით შეერევიან ტყეს.
გაჩუმდა ბულბულიც. დაბლა-დაბლა მიდიან თევზებიც.
ადამიანები ახლოვდებიან, სულ ახლოდან ისმის მათი ხმა:
_ ოუუუ!
_ მეც უნდა დაგტოვო, ლამაზო პატარა გოგონავ. ხომ არასოდეს შეგეშინდება ჩემი? _ სევდიანი ალერსით ეჩურჩულება ღამე და ნელ-ნელა იწევს უკან. მის ადგილზე კი შემოდის ფარნების შუქი, სხვადასხვანაირი ხმები, დედისა და მამის შეშფოთებული ძახილი:
_ თეაუუ!..
_ აქა ვარ! _  უბრალოდ, მშვიდად უპასუხებს გოგონა და ბუჩქებიდან გადის. ბუჩქები ტოტებს ისწორებენ და ცდილობენ, აღარ გატოკდნენ. მათ წინ, ერთმანეთს მიხუტებულ ბალახებზე, დიდ-დიდი მბრწყინავი წვეთებია დაბნეული და გოგონა ხვდება, რომ ეს ღამის ცრემლებია, ეს მისგან წასული დანაღვლიანებული ღამის ცრემლებია.
_ მე მიყვარხარ შენ, ღამევ!
აღმოხდა ძახილი, ძახილი აღტაცებისა თუ შეშფოთებისა, მაგრამ სულ ახლოს მოსულ ადამიანთაგანაც კი არც ერთს არ გაუგონია მისი ხმა.

იმ ღამეს მთელ აგარაკზე თითქმის არავის სძინებია. ყველას აინტერესებდა გოგონას ნახვა, რომელიც ტყეში დაიკარგა და ძლივძლივობით იპოვეს. ყველას უნდოდა გაეგო, რატომ წავიდა გოგონა ისე შორს, ტყეში, და ეშინოდა თუ არა იქ. მაგრამ გოგონა არაფერს ამბობდა; დიდი, ფართოდ გახელილი ცისფერი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და არაფერს ამბობდა. იცოდა, რომ თუნდაც ეთქვა, რისთვისაც წავიდა ტყეში და რაც ნახა იქ, მაინც არ დაუჯერებდნენ. ის ხომ მართლაც ცოტა სხვანაირად ხედავდა სხვებთან შედარებით! შენ სულ ასე უცნაურად გეჩვენება ყველაფერიო, _ და არ დაუჯერებდნენ.
ეს კი ძალიან, ძალიან ცუდია, როცა შენ რაიმე გჯერა და სხვები არ გიჯერებენ.

The Prague Spring of 1968


The Prague Spring of 1968 is the term used for the brief period of time when the government of Czechoslovakia led byAlexander Dubček seemingly wanted to democratise the nation and lessen the stranglehold Moscow had on the nation’s affairs. The Prague Spring ended with a Soviet invasion, the removal of Alexander Dubček as party leader and an end to reform within Czechoslovakia.

The first signs that all was not well in Czechoslovakia occurred in May 1966 when there were complaints that theSoviet Union was exploiting the people. This developed when people in Slovakia complained about the government in Prague imposing its rules on the Slovaks and overriding local autonomy. A weak economy exacerbated the situation and none of the reforms that were introduced worked. The workers remained in poor housing and led the most basic of lifestyles. The same occurred in rural Czechoslovakia where farmers had to follow Party lines with regards to cultivation and innovation was frowned on.

In June 1967, there was open criticism of Antonin Novotný, Party Leader, at the Writers’ Union Congress. In October 1967, students demonstrated against Novotný and early in 1968 he was replaced as First Secretary of the Party by Alexander Dubček. He had not courted leadership of the anti-Novotný movement but as the man who had handed in a long list of complaints against him (September 1967), Dubček was the obvious choice.

On April 5th 1968, Dubček embarked on a programme of reform that included amendments to the constitution of Czechoslovakia that would have brought back a degree of political democracy and greater personal freedom.

Dubček announced that he wanted the Czech Communist Party to remain the predominant party in Czechoslovakia, but that he wanted the totalitarian aspects of the party to be reduced. Communist Party members in Czechoslovakia were given the right to challenge party policy as opposed to the traditional acceptance of all government policy. Party members were given the right to act “according to their conscience”. In what became known as the ‘Prague Spring’, he also announced the end of censorship and the right of Czech citizens to criticise the government. Newspapers took the opportunity to produce scathing reports about government incompetence and corruption. The state of housing for the workers became a very common theme.

Dubček also announced that farmers would have the right to form independent co-operatives so that they themselves would direct the work that they did as opposed to orders coming from a centralised authority.

Trade unions were given increased rights to bargain for their members.

Dubček assured Moscow that Czechoslovakia would remain in the Warsaw Pact and that they had nothing to worry about with regards to the reforms.

This did nothing to reassure Soviet leader Brezhnev and on the night of August 20th/21st troops from the Warsaw Pact invaded Czechoslovakia to reassert the authority of Moscow. The bulk of these troops were from the Soviet Union but to give the impression that they represented the whole of the Warsaw Pact who were united in disapproval of what Dubček had done, there were contingents of Polish, East German, Hungarian and Bulgarian troops involved.

Clearly the Czech military had no ability to stand up to such a force and the invasion was all but bloodless in stark contrast to the 1956 Hungarian Uprising.

The reforms of Dubček were abandoned. He was arrested and sent to Moscow. Here he was told what was expected of Czechoslovakia and he was released and sent back to Prague. Dubček announced that the talks in Moscow had been “comradely” and he returned still as First Secretary of the Party. Dubček did as was required and announced that all reforms were ending. However, his days were numbered and in April 1969, Dubček was removed from office.

The Prague Spring had proved that the Soviet Union was not willing to even contemplate any member of the Warsaw Pact leaving it. The tanks that rolled through the streets of Prague reaffirmed to the West that the people of Eastern Europe were oppressed and denied the democracy that existed in Western Europe. However, to the masters in Moscow what they had ordered ensured the maintenance of the Warsaw Pact – something that they considered was vital to the survival of communism in Europe as a whole. 

Does Death Exist? New Theory Says ‘No’


Many of us fear death. We believe in death because we have been told we will die. We associate ourselves with the body, and we know that bodies die. But a new scientific theory suggests that death is not the terminal event we think.
One well-known aspect of quantum physics is that certain observations cannot be predicted absolutely. Instead, there is a range of possible observations each with a different probability. One mainstream explanation, the “many-worlds” interpretation, states that each of these possible observations corresponds to a different universe (the ‘multiverse’). A new scientific theory – called biocentrism– refines these ideas. There are an infinite number of universes, and everything that could possibly happen occurs in some universe. Death does not exist in any real sense in these scenarios. All possible universes exist simultaneously, regardless of what happens in any of them. Although individual bodies are destined to self-destruct, the alive feeling – the ‘Who am I?’- is just a 20-watt fountain of energy operating in the brain. But this energy doesn’t go away at death. One of the surest axioms of science is that energy never dies; it can neither be created nor destroyed. But does this energy transcend from one world to the other?
Consider an experiment that was recently published in the journalScience showing that scientists could retroactively change something that had happened in the past. Particles had to decide how to behave when they hit a beam splitter. Later on, the experimenter could turn a second switch on or off. It turns out that what the observer decided at that point, determined what the particle did in the past. Regardless of the choice you, the observer, make, it is you who will experience the outcomes that will result. The linkages between these various histories and universes transcend our ordinary classical ideas of space and time. Think of the 20-watts of energy as simply holo-projecting either this or that result onto a screen. Whether you turn the second beam splitter on or off, it’s still the same battery or agent responsible for the projection.
According to Biocentrism, space and time are not the hard objects we think. Wave your hand through the air – if you take everything away, what’s left? Nothing. The same thing applies for time. You can’t see anything through the bone that surrounds your brain. Everything you see and experience right now is a whirl of information occurring in your mind. Space and time are simply the tools for putting everything together.
Death does not exist in a timeless, spaceless world. In the end, even Einstein admitted, “Now Besso” (an old friend) “has departed from this strange world a little ahead of me. That means nothing. People like us…know that the distinction between past, present, and future is only a stubbornly persistent illusion.” Immortality doesn’t mean a perpetual existence in time without end, but rather resides outside of time altogether.
This was clear with the death of my sister Christine. After viewing her body at the hospital, I went out to speak with family members. Christine’s husband – Ed – started to sob uncontrollably. For a few moments I felt like I was transcending the provincialism of time. I thought about the 20-watts of energy, and about experiments that show a single particle can pass through two holes at the same time. I could not dismiss the conclusion: Christine was both alive and dead, outside of time.
Christine had had a hard life. She had finally found a man that she loved very much. My younger sister couldn’t make it to her wedding because she had a card game that had been scheduled for several weeks. My mother also couldn’t make the wedding due to an important engagement she had at the Elks Club. The wedding was one of the most important days in Christine’s life. Since no one else from our side of the family showed, Christine asked me to walk her down the aisle to give her away.
Soon after the wedding, Christine and Ed were driving to the dream house they had just bought when their car hit a patch of black ice. She was thrown from the car and landed in a banking of snow.
“Ed,” she said “I can’t feel my leg.”
She never knew that her liver had been ripped in half and blood was rushing into her peritoneum.
After the death of his son, Emerson wrote “Our life is not so much threatened as our perception. I grieve that grief can teach me nothing, nor carry me one step into real nature.”
Whether it’s flipping the switch for the Science experiment, or turning the driving wheel ever so slightly this way or that way on black-ice, it’s the 20-watts of energy that will experience the result. In some cases the car will swerve off the road, but in other cases the car will continue on its way to my sister’s dream house.
Christine had recently lost 100 pounds, and Ed had bought her a surprise pair of diamond earrings. It’s going to be hard to wait, but I know Christine is going to look fabulous in them the next time I see her.

ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები - თავისუფლება

თუ ჩავუკვირდებით გასაოცარ ქართულ ტერმინს _ ,,თავისუფლება”, მისი თავდაპირველი მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ თავისუფალი ის იყო, ვისაც საკუთარი თავის უფლად, ბატონად მიაჩნდა თავი, ანუ ვისაც ბატონი და უფალი არ ჰყავდა და არავის ემორჩილებოდა. იაკობ ხუცესის სიტყვით, მომაკვდავი შუშანიკის სანახავად 472 წელს სხვებთან ერთად მოსულან ,,აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი”. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში აზნაური მხოლოდ წოდების აღმნიშვნელი ტერმინი კი არ არის, არამედ გვარის წარმომადგენელს, გვარის შვილს ნიშნავს და მას ამის გამო "თავისუფალის” მნიშვნელობაც ჰქონდა. თავისუფალი მხოლოდ ის იყო, ვინც რომელიმე გვარს ეკუთვნოდა. უაზნო ანუ უგვარო კი მდაბიო იყო - ან სხვა ქვეყნიდან შემოხიზნული, ან ტყვედ წამოყვანილი - და თავისუფალი არ ყოფილა. გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები: "აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ” (გალატელთა მიმართ 5:1, წმ. გიორგი მთაწმინდლის რედაქციით), რაც თანამედროვე ქართულ ენაზე ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანში ასე ჟღერს: ,,თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს”. ამასთან ერთად ქართული ტერმინის - თავისუფლების - ფუძე არის უფალი, ანუ თავისუფლება უფლისგან მომდინარეობს, მისი ბოძებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის დაკავშირებული სამართალთან, კანონმდებლობასთან.

დისკრიმინაციის აკრძალვა


დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც აშკარად შეიმჩნევა ადამიანის უფლებათა დაცვის სულ უფრო და უფრო მზარდი სტანდარტების გამოვლინება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ამ სტანდარტებზე ადამიანთა თანასწორ ხელმისაწვდომობას და დისკრიმინაციის აკრძალვას. კანონის წინაშე თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა იმდენად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ამ კონცეპციის ვიწროდ ან მხოლოდ სიტყვასიტყვით, ლიტერატურული მნიშვნელობით განმარტება, დააკნინებდა მის სამართლებრივ მნიშვნელობას. იმისათვის რათა ჯეროვნად ჩავწვდეთ დისკრიმინაციის არსს აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული არამხოლოდ ფორმალური, არამედ პრაქტიკული მხარეებიც.
"კანონის წინაშე თანასწორობა არ ნიშნავს ... აბსოლუტურ თანასწორობას, სახელდობრ კი ადამიანთა მოპყრობას მათი ინდივიდუალური კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების გარეშე, არამედ იგი ასახირებს პრინციპს, რომლის თანახმადაც თანაბრად უნდა განხორციელდეს მოპყრობა მათდამი ვინც იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში, ასევე თანაბრად უნდა განხორციელდეს მოპყრობა მათდამი ვინც არ იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში".

აზრის გამოხატვის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება


ყველა დემოკრატიული სულისკვეთებით გამსჭვალულ საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დემოკრატია ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს. დემოკრატიული საზოგადოება ერთი ინდივიდის მიერ საკუთარი უფლებების რეალიზაციას მხოლოდ მეორე ინდივიდის უფლებების დაცვის პირობით აღიარებს. დემოკრატია არ არის ერთი ინდივიდის არსებობა მეორე ინდივიდის საზიანოდ. 
თანაარსებობის ეს წესი ხანდახან შეიძლება ვერ დაიცვას რომელიმე ინდივიდმა და მან, ნებსით თუ უნებლიეთ, გადალახოს ის ზღვარი, რომლის მიღმაც მისი სიტყვა თუ ქმედება სხვათა უფლებების დარღვევას ნიშნავს. ზოგიერთ ასეთ შემთხვევაში, ჩნდება კერძო ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა (“სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება”), რათა აღიკვეთოს დარღვევა, “დამნაშავე” ინდივიდმა აგოს პასუხი და გამოსწორდეს “მსხვერპლის” მდგომარეობა.

სახელმწიფომ შეიძლება თავის აარიდოს ინდივიდებს შორის გაჩენილი დავის სათანადოდ მოგვარებას, რაც მისი საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს წამოჭრის და, თუ დაზარალებული მას უმოქმედობაში დასდებს ბრალს უფლებამოსილი საერთაშორისო ინსტანციის წინაშე, სახელმწიფო შეიძლება ამისათვის დაისაჯოს კიდეც.

მოსმენა - გადარჩენის ტოლფასი


ერთ პატარა მექსიკურ სოფელში სოფლის კლუბი ჩამოინგრა. ეს კლუბი მთელ სოფელს ძალიან ეძვირფასებოდა. იგი მათი გართობისა და თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. გადაწყვიტეს, მის აღსადგენად ფული შეეგროვებინათ და საამისოდ აუქციონი მოაწყვეს. ვისაც რა ემეტებოდა, შინიდან გამოჰქონდათ და აუქციონზე ყიდდნენ. ზოგს გარაჟიდან მოჰქონდა ძველმანი ნივთები და ზოგს სხვენიდან. ნივთებს აუქციონზე ყიდდნენ და ასე ავსებდნენ კლუბის აღსადგენ სალაროს. ერთმა ბერიკაცმა მოიტანა სადღაც ნაგდები და დაბენძღილი ვიოლინო. ვიოლინო ისე გასაცოდავებული იყო, რომ აუქციონერმა სასტარტო ფასის დასახელებაზე თავი არ შეიწუხა. “რამდენს იძლევით ამ გაბედრანგებულ ვიოლინოში?” საჯაროდ გაიმასხრა აუქციონერმა. “რამდენს და 50 ცენტს, 30 ცენტს!” – ასევე მასხრობით გამოეპასუხნენ დარბაზიდან. აშკარა იყო, ვიოლინოს მუშტარი ვერ გამოუჩნდებოდა დარბაზში. მაგრამ უცებ წამოდგა ვიოლინოს პატრონი მოხუცი, ყელზე მიიბჯინა დაბენძღილი ვიოლინო და ყველასთვის მოულოდნელად, მშვენიერ ხმაზე ააჟღერა ინსტრუმენტი. ვიოლინოს მაშინვე დაედო ფასი და 1500 დოლარად გაიყიდა. კეთილხმოვანებამ ვიოლინოს ფასი შესძინა.
რამ შეიძლება ადამიანებს კეთილხმოვანება შეგვძინოს და რამ შეიძლება აამაღლოს  ჩვენი ღირსება? რამ შეიძლება სრულფასოვნად გვაგრძნობინოს თავი მიუხედავად ნებისმიერი ნაკლისა და მანკისა რომელსაც ჩვენ შეიძლება ვატარებდეთ?

სომეხთა და ქართველთა სარწმუნოებრივი ურთიერთობები


"მშვიდობით შეკრბეს ერთად სომეხნი და ქართველნი" – ეს სიტყვები XI ს-ის ქართველი ეპისკოპოსის, ლეონტი მროველის, ნაშრომში "ცხოვრება ქართველთა მეფეთა" რამდენჯერმე გვხვდება. მათ იქ ერთობ შთამბეჭდავი ადგილი უჭირავთ და დიდი შინაარსობრივი დატვირთვა აქვთ. აქ, უპირველეს ყოვლისა, წარმოჩენილია სურვილი და ოცნება, რომ აღდგეს და განახლდეს ის თანხმობა, თანადგომა და თანალმობა, რაც სომეხთა და ქართველთა ისტორიის დასაბამს ამკობდა და რამაც ორივე ხალხის თვითდამკვიდრებას, – მათ მიერ სახელმწიფოების მშენებლობას და თითოეული ხალხის კულტუროსან ერად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
ქართველთა და სომეხთა თანაცხოვრების ისტორია მდიდარია ისეთი ფაქტებით, მოვლენებით, თვალსაზრისებითა და თეორიებით, რომელთა მნიშვნელობა ორივე ქვეყნის ფარგლებს შორდება და საერთაშორისო ინტერესს იმსახურებს. იგულისხმება როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი, ისე კულტურული და რელიგიური ურთიერთობები. დიდი ხანია, რაც ამ ურთიერთობების ხასიათისა და შინაარსის გარკვევაზე ინტენსიურად მუშაობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მკვლევარები. ისინი აღნიშნავენ, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობების პრობლემა ძალიან რთული და საინტერესოა. საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ისინი ერთ სქემაში ვერ თავსდებიან და საერთო სურათის დადგენა შეუძლებელია. პროცესს ცვალებადობა და ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების თანაარსებობა ახასიათებს, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ მეზობელ ერებს შორის ინტენსიური ურთიერთობები, რომლებიც არასდროს შეწყვეტილა, მუდამ კულტურათა დიალოგისა და ურთიერთგამდიდრების სამსახურში იდგა. მართებულად შენიშნავს პროფ. ვაჩე ნალბანდიანი: "საუკუნეთა სიღრმიდან მოდის ამ ორი მოძმე ხალხის, ქართველებისა და სომხების მეგობრობა. იგი ისევე ძველია, როგორც თვით ეს ხალხები. მისი მრავალსაუკუნოვანი ფესვები გადგმულია ძალიან ღრმად და უხსოვარ, წინაისტორიულ დროს აღწევს. ამ მეგობრობისა და ძმობის შესახებ გულითადი სიტყვებით გვიამბობენ სომხურსა და ქართულ ისტორიულ ძეგლებსა თუ მატიანეებში დაცული და საუკუნეთა წიაღიდან ჩვენამდე მოღწეული ხალხური გადმოცემები და თქმულებები"

მართლმადიდებლები და კათოლიკეები საქართველოში


ქრისტეს ეკლესიის აკვანი, იერუსალიმისა და ანტიოქიის შემდეგ, რომში დაირწა. შეგვიძლია ასეც ვთქვათ: ახალი ერი - ეკლესია, რომელიც არის წუთისოფელში ჭეშმარიტების სვეტი და სინათლე (1 ტიმ. 3:15), იერუსალიმში დაიბადა, ანტიოქიაში ფეხი აიდგა, ხოლო რომში ცოდნითა და გამოცდილებით განმტკიცდა.
ეკლესიის წევრები და ჯგუფები ერთმანეთს ხშირად არა მხოლოდ ღვთისმეტყველების, არამედ წეს-ჩვეულებათა სხვადასხვაობის საფუძველზედაც უპირისპირდებიან. ასეთი განსხვავებები მეტწილად ადგილმდებარეობით გაყოფილ ეკლესიებს შორის იჩენს თავს, რის გამოც ზოგჯერ ეკლესიათა ურთიერთობა მწვავდება. ასე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რომისა და აღმოსავლეთის ეკლესიები ჯერ კიდევ II-IV საუკუნეებში შობისა და აღდგომის კალენდართან დაკავშირებით (პაპუაშვილი 2002: 77-81). პაპი ბიქტორი, მაგალითად, 190 წელს ეკლესიისაგან განკვეთით დაემუქრა იმ მცირეაზიელ ეპისკოპოსებს, რომლებიც აღდგომას ებრაელთა პასექის თანადროულად დღესასწაულობდნენ. მსგავს პრობლემებს მოგვიანებით უფრო სერიოზული პრობლემებიც დაერთო. IV-VIII სს-ში აღმოსავლეთის ეკლესიებში არაერთი ერეტიკული მიმდინარეობა აღმოცენდა, რომლებმაც უმაღლეს საეკლესიო იერარქიებშიც შეაღწიეს. ამ დროს კი რომის საყდარი მართლმადიდებლურ პოზიციაზე (ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსზე) მყარად იდგა, რის გამოც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის დროდადრო ლოცვითი თანაზიარება (ევქარისტიული კავშირი) ფერხდებოდა, მაგრამ განახლდებოდა, როგორც კი აღმოსავლეთის საპატრიარქოებში ვითარება მართლმადიდებლობის სასარგებლოდ იცვლებოდა. ურთიერთობა IX-XI სს-ში უკიდურესად დაიძაბა. მთავარ მიზეზად ასახელებენ ბერძნულ ნაციონალიზმსა და რომაულ მთავრობისმოყვარეობას. ერთ მხარეს დგანან კონსტანტინოპოლის პატრიარქები ფოტიოსი და კერულარიოსი, მეორე მხარეს კი - პაპიები ნიკოლოზი და ლეონი. დავა რამდენიმე საგანზე მიმდინარეობდა: რომელი ეკლესიის კანონიკურ სივრცეში უნდა შესულიყო ბულგარეთის ახლადმოქცეული სამთავრო? ვის სამწყსოდ უნდა გამოცხადებულიყო იტალიის ბერძნულენოვანი პროვინციები? არის თუ არა მრწამსის მე-8 წევრის დამატება ფილიოკვე ("ძისაგანაც") ცდომილება? როგორი წირვაა მართებული – უფუარი პურით და ზედაშეთი თუ საფუარიანი პურით და წყალგარეული ღვინით? უნდა გაიპარსოს თუ არა მღვდელმა წვერი და შეიკრიჭოს თუ არა თმა? მირონში უნდა გავურიოთ თუ არა წყალი? ეპისკოპოსს თითზე ბეჭედი უნდა ეკეთოს თუ არა? და ა.შ. უთანხმოების მთავარი საგანი საეკლესიო პოლიტიკის სფეროს განეკუთვნებოდა: რომელ ეპისკოპოსს ეკუთვნის პირველობა – რომისას თუ კონსტანტინოპოლისას?

პრემიერ მინისტრმა და სომეხთა კათოლიკოსმა ე.წ. სადავო ტაძრების საკითხზე ისაუბრეს


სომხეთში ვიზიტისას პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს,  გარეგინ მეორეს შეხვდა. შეხვედრისას კათოლიკოსმა სომხური ისტრიული სიწმინდეების შენარჩუნებისა და მათი სომხურ სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში გადაცემის საკითხი დააყენა.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტაძრების კუთვნილების საკითხზე მომუშავე კომისია, საკითხის საბოლოოდ შესწავლისათვის, მუშაობას გაააქტიურებს. მანამდე კი, პრემიერის ინიციატივით, ეკლესიების რესტავრაციის საქმეში მისი საქველმოქმედო ფონდი ჩაერთვება. მისი თქმით, ამ ფონდს უკვე დაწყებული აქვს 2 სომხური ეკლესიის რესტავრირების პროცესი.

სომხური სამოციქულო ეკლესია წლების განმავლობაში ითხოვს, საქართველოს ტერიტორიაზე ექვსი  ე.წ. სადავო ტაძრის გადაცემას. ეს საკითხი წლების მანძილზე მეორდება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში.

2012 წელს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, ამავე პრობლემაზე, რეკომენდაციით მიმართა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მოუწოდა, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს ე.წ. სადავო ტაძრების და საბჭოთა პერიოდში კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების სათანადო მოვლა–პატრონობისა და მათი ისტორიული მემკვიდრისათვის დაბრუნების კონკრეტული სამოქმედო გეგმა. 

სამძიმარი გვანცა კუპრაძის ოჯახს.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტისა და ჩემი როგორც ახალგაზრდა პარლამენტარის სახელით,ღრმა მწუხარებას გამოვთქვავ გვანცა კუპრაძის გარდაცვალების გამო. გვანცა 2012 წლის მოწვევის ახალგაზრდა პარლამენტარი იყო, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა დადებითი ენერგიითა და სიხალისით. 

ჩვენ შეძრწუნებულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც შეემთხვა გვანცას 15 წლის ასაკში, სწორედ მაშინ, როდესაც ის პირველ ნაბიჯებს დგამდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ძალიან რთულია ისეთი ადამიანის დაკარგვა, როგორიც იყო ნიჭიერი, მხიარული, ხალასი და ლამაზი გვანცა. მან შეძლო და ძალიან მცირე დროში ყველას ძალიან შეაყვარა თავი.

ამ უმძიმეს წუთებში, „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი“ გულწრფელად უსამძიმრებს და თანაუგრძნობს გვანცა კუპრაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და მთელი გულით იზიარებს მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს!