Tuesday, December 31, 2013

როგორ გავხდე ვინმე ისეთი

ექსტაზი - კაიფში დაწერილი ნოველები

ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ნეხვია. ბოლო უნდა მოვუღო. ყელში ამომივიდა after-shave-ით აშმორებული ბრიყვების აქეთ-იქით თრევა, თანაც უკანა სკამზე მუდამ კოკაინს ყრიან. 

გავიჭყიპე პასტისით და პროზაკით. არ მევასება მათი ბრაზილიური სერიალებიდან გადმოღებული თმის ვარცხნილობა. როგორ მოვედი აქამდე? აბა, მე რა ვიცი.

პატარაობისას მეგონა, მთელი ცხოვრება წინ მქონდა. ახლა, ერთი დიდი ხეპრე ვარ, მძღოლი გამოძახებით, პარიზსა და მის გარეუბნებში. ჩემს ქვემოთ რივოლის ქუჩა მიედინება. 

მივუყვები მდიდრების სახლებს ტუილრის ბაღის გასწვრივ. ეს ბაღი სავსეა დაჩამიჩებული ტურფებით, რომლებსაც ტელე-წამყვანები ჟიმავენ ”რომეოს” კანაპეებზე.



ჩემს უკან კლიენტი ქალი სიცილით სკდება , არ ვიცი , რა სისულელე უთხრა მისმა მუქკანიანმა ტიპმა “darling, ახალი ვეტფრინავი ვიყიდი ახალი გემისთვის,- თუ , ახალი გემი ვიყიდე ვეტფრინავისთვის? თუ ახალი თითფრინავი, აუზში 4X4-ით ვისრიალოთ?“. 

დედას გიტირებ, ახვარო. ჩაგაფსმევინებ. დავიღალე . აქსელერატორს ფეხს ისე ვაჭერ, ლამის მივაჭყლიტო. მანქანის სარკეში ვაკვირდები მალულად. გაპუდრული ცხვირი ჟელატინწასმული თმები მოოქროული სამაჯური. აღარ გაათავებს კაკანს? 

მეგონა, ცხოვრება სიურპრიზებს მიმზადებდა, რაიმე შანსს მომცემდა. ნურას უკაცრავად. სიურპრიზები მდიდრების ხვედრია. ღარიბების ცხოვრებაში მოულოდნელი არაფერია, წინასწარ შეიძლება მისი მოყოლა. 

მომავალმა გვერდი ამიქცია. შეუხედავი ვარ, ცუდად მაცვია, უკნიდან მიჩითავენ სქელ კეფას, ხარივით კისერს, თვითონ კი ლამაზები არიან და საამო სურნელი ასდით, მათ ვეზიზღები. 
ქალი დამცინის, ნაღდად, მაგრამ ყველაფერს ბოლოს მოვუღებ... 

კონკორდის მოედანი. ლამაზია ქალაქი ღამით. ეს სიტყვებიც სხვისია, ჩემი არ გეგონოთ.
მე არაფერი მაბადია, ერთი ჩაშვებული ტიპი ვარ . ჩემნაირებს მუდამ გვერდს უვლიან, სახელით მიმართავენ, როგორც მსახურებს. ჩემი ცხოვრება კონკორდი მოედანს სულ არ ჰგავს. ვერასდროს ვიქნები მასავით კრიალა და მოელვარე. 

ეს ზედსართავები საჩემო არ არის. მე ვსვამ იმიტომ, რომ დავივიწყო, რომ სხვებმა დამივიწყეს. მნიშვნელობადა-კარგული ცხოვრება... სიჩქარეს ვუმატებ, ყელში ამომივიდა გზის პირას ღოღვა. 
ღმერთსა ვფიცავ, დაიწყო. ქალმა არაბს შარვლის უბე შეუხსნა, პირში ჩაიდო. გეფიცებით, სარკეში ვხედავ. თუ შემამჩნიეს, რომ ვუყურებ, ალბათ უფრო აღიგზნებიან. 



ქალი წუწნის. კაცი კი ამასობაში კოკაინს ყნოსავს. ნეტა ჩაიხრჩონ! 

მეყო, მეტის ატანა აღარ შემიძლია. რა ნახა ამ არაბში, მაყუთი? რატომ ჩემთვის არავის აულოკავს ყვერები ლიმუზინის უკანა სკამზე, ასეთი ცხოვრების დედაც...! 

რატომ მიყურებს თანაგრძნობით ეს კახპა თავისი მელირებული თმებითა და გამაბრუებელი სუნამოთი “მეძგერე”. 

მძულს მდიდრების თავაზიანობა, მათი ღიმილი “ თავიდან მომწყდი”, თითქოს გეუბნებიან, მათხოვარი, გონჯი მდაბიო ხარო . 

რადიოში “სპაის გერლზის” Viva forever გაისმა. ხმას ავუწიე. ამ მანქანაში ყველაზე უინტერესო საგანი მე ვარ. არსაიდან წამოსული არსად მისასვლელად... 



სანაპირო გზებს მივუყვები. ბრიოლინით გაწეპილი კრეტინი განგებ ისე კვნესის, როგორც პორნო-ფილმის მსახიობი. 

არსაიდან წამოსული არსად მისასვლელად... 

მეც მყოლია ქალები, მაგრამ ისინი მახინჯები იყვნენ და ვერ ვართობდი. ვერაფრით ვაკვირვებდი. ნანობდნენ, რომ წამომყვნენ. არავის მოუსურვებია სიბერემდე ჩემთან დარჩენა (არც მე ვისურვებდი, სხვათა შორის). 

არავინ მყვარებია, ერთ ქალსაც კი არ გაუთავებია ჩემთან. სიყვარული ძალიან ძვირი ღირს. მე რას გავწვდები. მსუქანიც ვარ... 

საჭეს მოვუჭირე ბანძი მძღოლის ბანჯგვლიანი და ხორცსავსე თითები . მამაჩემი მიჩიჩინებდა, არაფრის მაქნისი ხარო, ჰოდა, მეც გავამართლე მისი სიტყვები. 

არც არსად მისწავლია – არ მეცალა, ტელევიზორს მივჩერებოდი, ვსვამდი, დრო გამყავდა. 
ერთადრთი გამოცდა მართვის მოწმობის ასაღებად ჩავაბარე (ისიც სამხედრო სამსახურის წყალობით). 


რა საჭიროა ჩემნაირების არსებობა? ჩვენ გამოუსადეგარნი ვართ და ფეხებში ვებლანდებით სხვებს ამ პლანეტაზე. ჩვენზე არ ლაპარაკობენ ჟურნალ “ვუასი”-ში. ჩემს დაკრძალვაზეც ბევრი არავინ მოვა. 
ღმერთო ჩემო, თუ არსებობ, ამიხსენი, რატომ მეცვა ყოველთვის ცუდად? ო, ნახე ! პირში გაუთავა. 

ნაძირალა! ქალი კი ახლა ცხვირსახოცში აფურთხებს. ვერ ჩაყლაპა. ისე, მართალია, ირანულ ხიზილალას არ შეედრება. 

მიცემით კი აძლევ, მაგრამ არაბის თესლის ჩაყლაპვა კი ნამეტანია, არა , ჩემო კახპავ? 

შეხედე ერთი რა ბედნიერები არიან. ფოტო გეგონება. არა უშავს, ვაზღვევინებ.

ვიყავი ჩემთვის, “ბარ დე ლუბლიში“, დახლს დაყრდნობილი, ვწრუპავდი პასტისს, ვუზიარებდი რასისტულ აზრებს ჩემნაირ ბედკრულებს. უცებ, მობილურზე დამირეკეს. უნდა წამოვიყვანო, გავიზიარო მათი უმწიკვლო ბედნიერება ჩემი უღიმღამო წითელი სიფათით და თანაც მადლიერი დავრჩე ?

გადამთლიელმა მოვლილი თითები გაქერავებულ ქალბატონს თმებში შეუცურა. 



Viva forever. მოიცა ერთი! ცოტათი ნაკლები ამპარტავანი დარჩება ამქვეყნად, როცა ამ “ჯეთსოსაიტური” ანგელოზების სახეები დაფშვნილი მინით დაიფარება. ადრე თუ გვიან, ყველას გვეძლევა შანსი და ხელიდან არ უნდა გავუშვათ. 

აქამდე მე ასეთი შემთხვევა არ მქონია. დღეს ჩემი დარჩენილი ცხოვრების უკანასკნელი დღეა. ყველგან კარი მომიკეტეს, მაგრამ ამ საღამოს ბატონ-პატრონი მე ვარ. 

პირველად გამიჩნდა მიზანი: როცა სიცოცხელში არ გაგიმართლა, სიკვდილში მაინც უნდა გაგიმართლოს. 


“მისტერ პოლ, you are driving too fast !“

აჰა! დამანდრაჟდა პრინცესა! ასეთ შემთხვევას ხელიდან ხომ არ გავუშვებ. 

ალმა მოახლოვდა. გვირაბში შევიჭერით საათში ორასი კილომეტრის სიჩქარით. მიდი, ჰე ! 
საჭის ერთი მოტრიალება, დასაკარგი არაფერი მაქვს: კედელს ვასკდები. 

ჯანდაბამდეც გზა გქონიათ ყველას! მთელი მსოფლიო გამიცნობს. 

დიდებული სიკვდილია, სასტუმრო რიცივით... 

რა იცი, იქნებ 2000 წლამდეც დავრჩე ცნობილი. 

ფ.ბ.


თავის-უფლება

თავისუფლებას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, მითუმეტეს დღევანდელ მოზარდებს რაღაც განსაკუთრებულად უცხო და ხანდახან გამაოგნებელი შეხედულება აქვთ მასზე. საბედნიეროდ მეხუთე კლასიდანვე საოცარი მასწავლებელი მყავდა ქართულში, ეხლა აღარ მასწავლის.. ამ დროის მანძილზე, რაც ის აღარ მასწავლის ვხვდები, თუ როგორ მაკლია მასთან საუბრები და როგორ მადგება ცხოვრებაში მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა. სწორედ ახლა ვათვალიერებდი ქართულის ძველ რვეულებს და საინტერესო ჩანაწერი აღმოვაჩინე ნების თავისუფლებაზე, სადაც პავლე მოციქულისა და ორიგენეს აზრი ეწერა. მინდა თქვენც წაიკითხოთ ეს და დარწმუნებული ვარ, თუ აქამდე სხვაგვარი შეხედულება გქონდათ ამ თემაზე.. წაკითხვის შემდეგ აზრს შეიცვლით ან ბევრ კითხვაზე იპოვით პასუხს.


“ნების თავისუფლება შესაქმის აქტში მხოლოდ კაცს ებოძა. ყველა შექმნილთა შორის “შემოქმედმან ბუნებისა ჩუენისამან, დამბადებელმან, ბრძენთაგან დაჰბადა ვითარცა ჭურჭელი სამეუფოი სათნოიებითა სულისათა და შემკობილობითა გუამისათა”

სული მაშინ ასრულებს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას, როცა გარეშე მორჩილებისა და იძულებისა, მიუძღვის კაცს გაგებათა თვისთა კვალობაზე. ამგვარი თავისუფლების მიხედვით, სული ნამდვილად ანსახიერებს ღვთის ხატს ადამიანში.

რაში გამოიხატება ნების თავისუფლება და როგორია მისი მოქმედების არე? რა მიმართებაშია იგი ღვთის ნება სურვილთან? – საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვაგვარი გარემოებანი ჩვენი ნებელობის მიღმა წარიმართებიან, მაგრამ როგორ ვუპასუხოთ გარემოებათა ზემოქმედებაზე ეს უკვე პიროვნების საქმეა, რომელმაც მსაჯულად და მეგზურად გონებას უნდა მოუხმოს, აი აქედან იწყება ჩვენი მოქმედების სფერო. ვცხოვრობდეთ კეთილსასურველი წესით – განმარტავს ორიგენე – ჩვენი საქმეა და ღმერთი მოითხოვს ჩვენგან არა ისე, თითქოს ეს მასზეა დამოკიდებული ან სხვა ვინმესგან წარმოდგება ან როგორც ზოგიერთნი ფიქრობენ ბედისგან მოდის, არამედ რაცხს სწორედ ჩვენს საქმედ.


თითქოს საწინააღმდეგოს ქადაგებს პავლე მოციქული, როდესაც ფინიპინელთადმი მიმართულ ეპისტოლეში ამბობს: “ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენდა ნებასაცა და შეწევნასაცა და სათნოებასა თვის”. თუ ღვთისგან მომდინარეობს ნებაც, სათნოებაცა და შეწევნაც ანუ სურვილის აღსრულებისთვის მარიონეტები ვყოფილვართ. რაღა რჩება თავისუფალი ნების სარბიელად. მოციქული გვაუწყებს, რომ უფლისგან წარმოდგება სურვილი და ქმედება. როგორც არსებობა გვიბოძა ღმერთმა ასევე მოგვანიჭა სურვილისა და მოძრაობის უნარი, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ უფლისგან მივიღეთ რაღაც კერძო, ცალკეული. ხელის მოძრაობის უნარი ღმერთმა მოგვანიჭა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, თითქოს ღვთისგანვე წარმოდგება ის, რომ მაგალითად ხელი საქმობს უსამართლო ცემა-ტყეპის და ქურდობისთვის. ბოძებულ უნარს ჩვენ ღვთისგან ვიღებთ, მაგრამ ამ უნარს შემდეგ ჩვენ თვითონ ვიყენებთ ბოროტებისთვის ან სიკეთისთვის.


ამ თავისუფლებით აიხსნება ღვთის მიერ დაბადებულ გონიერ არსთა სხვადასხვაობა. ერთნი რომ სიკეთეს ჩადიან, მეორენი ბოროტებას, ერთნი რომ ბედნიერნი არიან, მეორენი უბედურნი.

თვით შესაქმის აქტშო (სამყაროს გაჩენა) არ არის უსამართლობისა და შემთხვევითობის ნასახიც კი. არც არავითარი უძლურება, სხვადასხვაობამ სათავე უზენაესი ნებისგან კი არ აიღო, არამედ იქიდანმ რომ ადამიანმა უკუღმართად გამოიყენა თავისუფალი ნება.

თავისუფლების ამ მადლს ჭეშმარიტებისკენ წარმართვის კვალობაზე, თავს აღწევს კაცი ხორციელ საწადელთა მონობას და ხდება ხელმწიფე. ამ ნიჭის ამგვარად თუ იმგვარად მოხმარების კვალობაზე იმოსავს ან კარგავს კაცი ღვთის ხატს”

P.S. ყველა ადამიანი არჩევანში თავის-უფალია.


Monday, December 30, 2013

Paul Walker’ის სიკვდილის მიუხედავად ფილმის გადაღებები გაგრძელდება

Paul Walker’ის უცაბედმა გარდაცვალებამ დიდი გავლენა მოახდინა სტუდიო უნივერსალის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტზე „ფორსაჟი“. სექტემბრიდან სტუდიო უნივერსალი მუშაობდა ამ ფილმის მეშვიდე ნაწილზე, რომელიც უნდა გამოსულიყო 2014 წლის ზაფხულში. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა ლოს ანჯელესში და ატლანტაში და რელიზი დაგეგმილი იყო 2014 წლის 11 ივლისს, მაგრამ სავარაუდოა რომ პრემიერა გადაიდება.

ფილმის რეჟისორმა, ჯეიმს ვენმა სტუდიო უნივერსალში მოიწვია კონფერენცია, რომელიც განიხილავს ფილმს სავარაუდო მომავალს.

ამ დროისათვის გაურკვეველია ფილმის რა ნაწილია უკვე გადაღებული Walker’ის მონაწილეობით. მსახიობების თვითერის ექაუნთზე დაპოსტილი ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი ტრაგიკულად დაღუპული მსახიობის მონაწილეობით უკვე დამთავრებულია. ამის მიუხედავად არ არის ცნობილი რა გამოსავალს მიმართავს რეჟისორი და უნივერსალ სტუდიო სცენართან დაკავშირებით, სადაც ვოლკერი ლოს ანჯელესის პოლიციის ოფიცერს, ბრაიან ო’კონერს, განასახიერებს. მოსალოდნელია რომ უნივერსალ სტუდიო ბოლომდე მიიყვანს ფილმის პროდუქციას, მაგრამ დეტალების გამხელას ისინი მაინც არ ჩქარობენ.

ფორსაჟის მეშვიდე ნაწილში Paul Walker’თან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, ჯორდანა ბრიუსტარი, დვეინ ჯონსონი და ჯეისონ სტატჰემი.



ვოლკერი მონაწილეობას იღებდა დრამაში „საათები“, რომლის გადაღებაც მსახიობის გარდაცვალების დროისთვის უკვე დასრულებული იყო. „საათები“ ეხება ქარიშხალი კატრინას მომდევნო მოვლენებს. პანტელიონი, ლაიონგეით სტუდიოს ესპანურ-ენოვან მაყურებელზე გათვლილი მიმართულების სტუდია, აცხადებს რომ ისინი განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და გეგმავენ „საათები“ დიდ ეკრანზე გაუშვან დეკემბრის თვეში.

ხენესის როდრიგესი და ნიკ გომესი მუშაობდნენ „საათებზე“ პოლ ვოლკერთან ერთად. ვოლკერი განსახიერებს მამას, რომელიც ცდილობს ჩვილი ბავშვი ცოცხალი გადაარჩინოს ქარიშხლის დროს.

სავარაუდოა, რომ ვოლკერისა და ფორსაჟის პოპულარობა უფრო დიდი იყო სხვა ქვეყნებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით. ეუროპაკორპ სტუდიო დიდ იმედებს ამყარებდა ვოლკერის ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარზე „აგურის სახლები“, რომელიც დიდ ეკრანზე 7 თებერვლიდან გამოვა. მასთან ერთად ამ ფილმზე მუშაობდნენ ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი RZA და რობერტ მაილე. ფილმში ვოლკერი ასრულებს პოლიციის საიდუმლო აგენტის როლს. „აგურის სახლები“ იქნება რიმეიქი ფრანგული პროდუცქციისა „მეცამეტე უბანი“.

ფორსაჟის მსახიობებმა სოციალური მედიის საშუალებით გამოთქვეს ღრმა მწუხარება მსახიობის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ბრიუსტერმა თვითერზე დაპოსტა: „პოლი იყო სინათლე. არ მჯერა რომ ის ჩვენთან აღარ არის“.

ფორსაჟის შემოსავალმა ამ წლების განამვლობაში 2.3 მილიარდი დოლარი შეადგინა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა 2011 წელს გამოსულმა „ფორსაჟი 5“ მოლოდინი არ გაამართლა, მაგრამ „ფორსაჟი 6“ იყო სერია, რომელმაც ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვა კინო-გაქირავებაში და მისმა შემოსავალმა 800 მილიონი დოლარი შეადგინა.

ვოლკერის სიკვდილს ადარებენ ისეთი ცნობილი მსახიობების ტრაგიკულ დაღუპვას, როგორიც იყო ჯეიმს დინი, რომელიც ასევე ავტო-ავარიაში გარდაიცვალა 1955 წელს, ფილმზე „გიგანტი“ მუშაობის დასრულებისთანავე; ჰით ლეჯერი, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა ვორნერ ბრაზერზის „ბნელი რაინდის“ პროდუქციაში. ვორნერ სტუდიოს ისეთივე სიძნელეების გადალახვა მოუხდა, როგორიც უნივერსალს. ორივე სტუდიო ცდილობს ფრთხილად მიუდგეს ამ საკითხს.

„ფორსაჟი 7“ის შემთხვევაში უნივერსალს მოუწევს მონახოს ელეგანტური გამოსავალი ვოლკერის პერსონაჟის სცენარიდან ამოღებისათვის. ჰელმერ ვეინ კრემერი, რომელმაც ორ ფილმზე იმუშავა ვოლკერთან ერთად 2006 და 2012 წლებში, ვოლკერს იხსენებს, როგორც მსახიობს რომელიც ყოველთვის მზად იყო თანამშრომლობისთვის და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა გადასაღებ მოედანზე.

„მე ყოველთვის ვეუბნებოდი პოლს, რომ 40-50 მისი საუკეთესო წლები იქნებოდა, და არა მარტო. ის იყო იმ ტიპის მსახიობი, როგორებიც იყვნენ სტივ მაკქუინი, კლინგ ისტვუდი და ლი მარვინი“ – დაწერა მარვინმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე – „ჩვენ განვიხილავდით როგორ იქნებოდა პოლი ჩემი ლი მარვინი. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა გადაგვეღო ისეთი ტიპის ფილმები, რომელიც პოლს გამოაჩენდა ნამდვილი ამერიკელი კაცის ამპლუაში“.


15 რჩევა წარმატების მისაღწევად

წარმატება,

ზოგჯერ ვაგემოვნებთ,

ზოგჯერ ვეხებით,

ზოგჯერ ვგრძნობთ,

ყოველდღე უამრავი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ზოგი  მნიშნველოვანია, ზოგიც ნაკლებად – თუმცა თითოეული მათგანი რაღაც დოზით ცლვის ჩვენს ცხოვრებას.

ჩვენ მიერ გაკეთებული სხვადასხვა არჩევანი მთლიანობაში განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას.

გთავაზობთ 21 არჩევანს, რომელიც უნდა გამოიმუშაოთ ყოველდღიურობაში. შეუძლებელი და რთული არცერთი არაა, ყველა მათგანს აკეთებენ პრეზიდენტები, ჩEO’ები, ოლიმპიური ჩემპიონები და ა.შ.

1) ადექი დილით ადრე. გეყოთ “შნოოზე” ღილაკზე თითის დაჭერა და დაიწყეთ თქვენი დილა ადრე. დილით ადრე ადგომით თქვენ შეგიძლიათ საქმეები იქამდე დაამთავროთ, ვიდრე სხვები სამსახურში გავლენ.

2) იკვებე ჯანსაღად. წარმოიდგინეთ, რომ საჭმელი არის თქვენი საწვავი, ამიტომაც უნდა აავსოთ თქვენი სხეული ამ ენერგიით. გამორიცხეთ ის საჭმელი, რაც გაღიზიანებთ. გასინჯეთ ბოსტნეული, თხილი, მარცვლეულები, ხილი.

3) გარისკე. როდესაც რისკავთ, თქვენ აცნობიერებთ, რომ შეიძლება დამარცდეთ, თუ ამას აცნობიერებთ, ესე იგი სწავლობთ. თუ არ რისკავთ, ესე იგი არ სწავლობთ.

4) შემატე ღირებულება. ტყუილად ნუ იმუშავებთ, იმუშავეთ ისე, რომ შემატოთ თქვენს ნამუშევარს ღირებულება.

5) არანაირი ბოდიშები – არასოდეს. “ის ვინც კარგია ბოდიშების მოხდაში, არც ისე კარგია სხვა ყველაფერში” – ბენჟამინ ფრანკლინი.

6) იყავი მტკიცე. როდესაც სხვები ნებდებიან, შენ უნდა გქონდეს ძალა, რომ განაგრძო წინსვლა

7) დაისვენე. ბუნებას არ შეუქმნია ადამიანი, რომ ემუშავა დილის 8 საათიდან შუა ღამემდე. ამიტომაც, აუცილებელია, შუა დღეს სულ მცირე “სიესტა”, ანუ ძილი. შუადღის 20 წუთიანი ძილიც კი საკმარისია ძალების აღსადგენად.

8) იპოვე შენი დანიშნულება. როდესაც იპოვი შენს დანიშნულებას, ეს გახდება შენი მამოძრავებელი და ძალის მომცემი. ის საწვავით ავსებს შენს გადაწყვეტილებებსა და ვნებებს.

9) მიიღე საკუთარი თავი. რატომ უნდა გქონდეთ იმის იმედი, რომ სხვა ადამიანი იქნებით? შეხედე შენს თავს, ეს შენ ხარ. როდესაც მიიღებ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხარ, სწორედ მაშინ დაიწყებ მუშაობას იმაზე, რომ აჩვენო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

10) ივარჯიშე თვითდისციპლინაზე. უბრალოდ გააკეთე (ჟუსტ Dო Iტ), იდეალური სლოგანია და ამისთვის კარგი მიზეზია… ეს მუშაობს… თუ მართლაც გინდა რაიმეს გაკეთება, მიიღე გადაწყვეტილება და გააკეთე.

11) ააშენე დამხმარე კავშირები. კავშირები ყველას გვჭირდება, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე იყენებს ცხოვრებაში.

12) დააფასე პატიოსნება. ტყუილის თქმა ადვილია, ზოგისთვის ტყუილი ცხოვრების წესი გახდა. ილაპარაკე ყოველთვის სიმართლე და ნახავ თუ რა მალე იზრდება შენი სიტყვების ძალა.

13) ივარჯიშე. თუ თქვენ არ ვარჯიშობთ ყოველდღიურად, ესეიგი თქვენ საკუთარ თავს კლავთ. არ ვგულისხმობთ, რომ უნდა ირბინოთ 10 კმ, ან მძიმე “შტანგები” უნდა აწიოთ, მუდამ მოძრაობაში უნდა იყოთ და ფორმაში.

14) გააკეთე შენი მაქსიმუმი. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ყველაზე რთულია. ყოველთვის დაუსვი შენ თავს შეკითხვა “ვაკეთებ მე ჩემს მაქსიმუმს?”. თუ ამ შეკითხვას ყოველდღე დაუსვამთ საკუთარ თავს, სულ მალე კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგეძლებათ და კიდევ უფრო წინ წახვალთ.

15) თქვი არა. ეს უნდა ისწავლოთ, თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ ყველაფერი ყველასთვის. ძალიან ძნელია უარის თქმა, თუმცა ეს უნდა ისწავლოთ!


12 ციტატა, რომელიც უნდა წაიკითხო, თუ სამსახურში ტირილი გინდება

გეყოთ თქვენს სამსახურზე წუწუნი მეგობრებთან და ახლობლებთან. აიშენეთ კარიერა თქვენ თვითონ, წუწუნით არაფერი გამოვა.

წაიკითხეთ ეს 12 ციტატა, რომელიც ძალიან გამოგადგებათ სამომავლოდ კარიერული ზრდისათვის.














Sunday, December 29, 2013

რა უნდა ვიცოდეთ ინტუიციის შესახებ?

რამდენიმე წლის წინ, ჯო მარკსი, რომელიც Dისნეყ’ის კველვების ვიცე პრეზიდენტი იყო, ტოკიოს დისნეილენდის ვიზიტისას უცნაურ ფაქტს შეესწრო. მან აღმოაჩინა, რომ პარკის ვიზიტორები საათების განმავლობაში იდგნენ რიგში დისნეილენდის ერთ-ერთი ჯიხურის წინ, რათა 10$-ზე უფრო ნაკლებ ფასად შეეძინათ ტყავის სამაჯური, რომელზეც მათი სახელი იქნებოდა ამოტვიფრული ან დახატული.

რატომ იყო ამ სამაჯურებზე ასეთი მოთხოვნა? და რატომ არ იყო პარკში სხვა მაღაზია, რომელიც იგივე სამაჯურებს გაყიდდა და ამით მომხმარებლის კმაყოფილების დონე გაიზრდებოდა, რადგან ისინი უფრო სწრაფად შეძლებდნენ სასურველი სამაჯურის შეძენას?  ჯო ფიქრობდა, რომ დისნეის კომპანიას პოპულარული პროდუქტი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი უნდა გაეხადა.

როგორც აღმოჩნდა, ჯოს ინტუიცია, რომელიც მოთხოვნა-მიწოდებაზე სტანდარტულ წარმოდგენას ემყარებოდა, ცდებოდა. რიგში მდგომ ადამიანთა უმრავლესობას წყვილები  და შეყვარებულები წარმოადგენდნენ.  ის, რომ ისინი ამდენ დროს ატარებდნენ რიგში, მათი ერთმანეთისადმი თავდადების ნიშანი იყო. იაპონური ტრადიციის მიხედვით, ტყავის სამაჯურების გაცვლა ურთიერთობის გამყარების, ურთიერთშეკავშირების ნიშანია და ზუსტად რიგში დიდხნას დგომა ხდიდა სამაჯურებს ასე მოთხოვნადს.

ალბათ, ხშირად გიცდიათ თქვენი ახლობლის, კოლეგის ან უფროსის ამა თუ იმ ქცევისთვის ახსნის მოძებნა და ზუსტად თქვენს ინტუიციას წაუყვანიხართ არასწორი მიმართულებით.

მეორე მაგალითის სახით შეიძლება მოვიტანოთ ქოლცენტრში მომუშავე პერსონალის ქცევა: მენეჯერი თვლიდა, რომ აუცილებელი იყო ახალმიღებული თანამშრომლებისთვის ტრეინინგის ჩატარება, თუ რატომ იყო ამ ორგანიზაციაში მუშაობა საამაყო, იმისთვის, რომ მათ თავი ბედნიერად ეგრძნოთ და უკეთ ემუშავათ. თუმცა როგორც კველვის შედეგად დადგინდა, მენეჯმენტს სრულიად სხვვა, უფრო ეფექტიანი  მიზანი ამოძრავებდა – ახალ მოსულ მუშაკებს საშუალება ეძლეოდათ ეფიქრათ საკუთარ ძლიერ მხარეებზე და იმაზე, თუ როგორ გამოიყენებდნენ მათ სამსახურისთვის. ის ადამიანები, რომლებიც ამაზე ფიქრობდნენ, სხვებზე უფრო მეტად კმაყოფილი რჩებოდნენ თავიანთი სამასახურით, უფრო პროდუქტიულნიც იყვნენ და მეტხანსაც რჩებოდნენ ორგანიზაციაში, მათთან შედარებით, ვისაც უფრო ტრადიციული, „ორგანიზაციაცენტრული“ ტრენინგი უტარდებოდა.

ადამინთა უმრავლესობამ ცოტა მაინც იცის იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს მათი შინაგანი ორგანოები, მაგალითად გული ან თირკმელები. როდესაც ჩვენი ორგანოები ისე არ ფუნქციონირებენ, როგორც  მოველით, ენერგიას არ ვზოგავთ, მათ შესახებ მეტის გაგებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ვცდილობთ. საპირისპიროდ არის ჩვენი გონების შემთხვევაში. გვგონია, რომ ვიცით, როგორ მუშაობს იგი და მას შემდეგაც კი, რაც ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არასასურველი შედეგი მოაქვთ, არ ვცდილობთ მეტი გავიგოთ და „გავაუმჯობესოთ“ ჩვენი აზროვნება.

იმ შემთხვევაში, თუ ვაღიარებთ, რომ ჩვენი გონება რაღაც ჩარჩოებში ექცევა გადაწყვეტილებების მიღებისას და ვეცდებით ამ ჩარჩოების დარღვევას, უფრო მეტად წარმატებულები ვიქნებთ როგროც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში.

ასეთი მიდგომის შედეგად მენეჯერებმა და ორგანიზაციებმა შეიძლება შემოიღონ ისეთი პრაქტიკა, რომლიც ორგანიზაციას უფრო წარმატებულს გახდის. მაგალითად, მას შემდეგ, რაც აღიარებულ იქნა, რომ პაციენტებს ხშირად ავიწყდებათ აბების მიღება, შეიმუშავეს ისეთი წამლის ბოთლი, რომელსაც წირელესს’ის საშუალებით მიეწოდებოდა სიგნალი და ავადმყოფს ახსენებს წამლის მიღების საჭიროების შესახებ.

ინტუიციაში ნაკლების გამოვლენითა და მათი გამოსწორების საშულებით შესაძლებელია მივიღოთ ჩვენი თავისთვის უკეთესი  გადაწყვეტილებები, ასევე ამოვიცნოთ ჩვენი ახლობლების ხშირად გაუგებარი საქციელის შინაარსი. გარდა ამისა, მენეჯერები შეძლებენ შექმნან ახალი, უკეთესი  პროდუქტები და სერვისები, ასევე გააუმჯობესონ გარემო პერსონალისთვის. პოლიტიკოსებიც შეძლებენ მიიღონ უფრო საჭირო, ეფექტური კანონები ჩვენი სურვილების უკეთ შესასრულებლად.


Dream Printer – პრინტერი რომელიც ბავშვების ოცნებებს აცოცხლებს

სარეკლამო სააგენტომ Oგილვყ & Mატჰერ’მა თავისი კლიენტისთვის Kონიცა Mინოლტა’სთვის შექმნა ‘ოცნების პრინტერი’.
პრინტერი ღია ცის ქვეშ, პარკში განთავსდა. პრინტერის შიგნით მთელი დღის განმავლობაში კარიკატურის მხატვარი იჯდა. ბავშვები ამ პრინტერს უახლოვდებოდნენ და თავის ოცნებებს ეუბნებოდნენ.
შემდგომ ყოველმა მათგანმა მიიღო ნახატი თავისი ოცნების ასახვით. ნახატზე ზოგი პოლიციელი იყო, ზოგი მასწავლებელი და ა.შ.

უყურეთ ვიდეოს და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.



Nick Vujicic – უხელო, უფეხო, რომელიც ათასობით ადამიანის შთამაგონებელია


წარმოიდგინეთ, რომ არ გაქვთ ხელები, არ გაქვთ ფეხები, ვერ ითამაშებთ ფეხბურთს, კალათბურთს, ვერ დაოჯახდებით, ხართ უძლური. ძალიან ძნელი გადასატანია ეს ყველაფერი. Nick Vujicic’მა კი ამ ყველაფრის გადატანა შეძლო და თავისი სულიერი სიძლიერე მთელ მსოფლიოს აჩვენა.

Nick Vujicic, დაიბადა 1982 წლის 4 დეკემბერს. დაბადებისას მას არ ჰქონდა კიდურები (tetra-amelia სინდრომი). ახსნა კი ამ დაავადებას დღემდე არ მოეპოვება.

ავსტრალიელია, ამჟამად არის ევანგელისტი და Motivational Speaker. ძალიან მძიმე ბავშვობა გადაიტანა, განიცდიდა მენტალურად, ემოციურად, ფიზიკურადაც. ასევე სცადა თვითმკვლელობა 8 წლის ასაკში. თუმცა ცხოვრებას არ დანებდა, იპოვა თავის თავში სიძლიერე და 17 წლის ასაკში დაარსა ორგანიზაცია “Life Without Limbs” (ცხოვრება კიდურების გარეშე).

მიუხედავა იმისა, რომ მას არც ხელები აქვს და არც ფეხები, ის ხატავს, წერს, უკრავს, ცურავს და ცხოვრებისაგან სიამოვნებას იღებს. მის ადგილას, ალბათ დამეთანხმებით უმეტესობა დანებდებოდა. ის ასევე ამბობს, რომ მან რწმენა ღმერთში ჰპოვა.

უძლიერესი ადამიანია, 21 წლის ასაკში დაამთავრა Griffith University ორმაგი ხარისხით ბუღალტერიასა და ფინანსურ დაგეგმვაში. მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, ხშირად იყო მოწვეული სტუმრების რანგში, ლაპარაკობდა კონფერენციებზე და ათასობით ადამიანს უნერგავდა სულიერ სიძლიერეს. იღებს მონაწილეობას სატელევიზიო შოუებში, პირველი წიგნი გამოუშვა 2009 წელს სახელად “Life Without Limbs: Inspiration for a Ridiculously Good Life“, 2010 წელს დაწერა წიგნი “Your Life Without Limits“, 2012 წელს “Unstoppable: The incredible Power of Faith in Action“, 2013 წელს-“Limitless: Devotion of Ridiculously Good Life“.  გამოუშვა DVD “Life’s Greater Purpose“, ამჟამად ყიდის თავის სამოტივაციო DVD–ის “No arms, No legs, No worries: Youth Version“.

მონაწილეობა მიიღე მოკლემეტრაჟიამ ფილმში “The Butterfly Circus” (უყურეთ აქ), რომელმაც Doorpost Film Project-ში 2009 წელს მიიღო უმაღლესი ჯილდო და Method Film Festival–ზე მიიღო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის წოდება, ხოლო Nick’მა მოიპოვა საუკეთესო მსახიობის ჯილდო.

მოიყვანა ცოლი და ჰყავს შვილიც. უყურეთ მის ვიდეოებს, ძალიან ძლიერ სულიერ ძალას მოგცემთ და ეს ყველაფერი შეცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ.













როგორ აღიქვამენ საქართველოში ბრენდს და იმიჯს?


რა არის ბრენდი და იმიჯი? ზოგმა არ იცის ამ სიტყვების მნიშვნელობა, ზოგს ერთმანეში
ეშლება, ზოგს სულ სხვა რაღაც ჰგონია.
მაშინ ჩნდება ასეთი კითვა: როგორ აღიქვამენ საქართველოში ბრენდს და იმიჯს? ალბათ გაგიგიათ ფრაზა – “რაღაც ჩინური კი არ არის, ბრენდია”.
ACT-მ გადაწვყიტა გამოეკვლია რა ასოციაციებს იწვევს სიტყვები ბრენდი და იმიჯი ქართველ მომხმარებელში.

ბრენდი


როგორც გრაფიკიდან ჩანს რესპონდენტთა უმრავლესობისთვის ბრენდი პირდაპირ ასოცირდება პროდუქტთან ან მწარმოებელთან და მხოლოდ 12,1% ასოცირდება პროდუქტის ან მომსახურების ხარისხთან.
გრაფიკში აღნიშნული პასუხების გარდა დაფიქსირდა სხვა პასუხებიც, როგორც “ექსკლუზივი, გამარჯვება” ,”ჩინეთში დამზადებული ნივთი”, “მეცნიერება” და ჩემი საყვარელი -  ”ქართული ტუტუცობა”.

იმიჯი

იმიჯის შემთხვევაში აშკარაა რომ ქართველი მომხმარებლისთვის იგი პირდაპირ კავშირშია რეპუტაციასთან და მხოლოდ შემდეგ პერსონის პიროვნულ მახასიათებლებთან.
აქაც, გრაფიკში აღნიშნულის პასუხების გარდა დაფიქსირდა სხვა პასუხებიც – “სურათი”, “ფასადი”, “რეკლამა” და კიდევ ერთი საინტერესო პასუხი – “მთაში სალოცავი”.

სტატისტიკიც წყარო: ACT Research.



Saturday, December 28, 2013

თინეიჯერები Facebook’ს აღარ იყენებენ !!!

როგორც Business Insider’ისთვის გახდა ცნობილი, ამერიკელი თინეიჯერები Facebook’ს აღარ იყენებენ. მათ არ უნდათ, დრო ამ სოციალურ ქსელზე დახარჯონ.
მიუხედავად იმისა, რომ Facebook’ის ფინანსური დირექტორმა David Ebersman’მა განაცხადა, რომ თითქმის ყველა თინს აქვს შექმნილი ანგარიში, ყოველდღიური მოხმარება მცირდება. რატომ ხდება ეს?
Business Insider’მა გადაწყვიტა თავისით გამოეკვლია, თინეიჯერების აზრით რატომ “ყარს” ეს სოც. ქსელი. ცალ-ცალკე გამოკითხეს 13 წლის ლუკასი და ეიდენი. აღმოჩნდა, რომ ორივემ ერთი და იგივე მიზეზი დაასახელა: “დედების ძალიან დიდი რაოდენობა იყენებს Facebook’ს, და ჩვენ არ გვინდა ვიყოთ იმავე სივრცეში, სადაც ჩვენი დედები არიან.”
ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ მათმა მეგობრებმაც იგივე გააკეთეს, ანუ შეწყვიტეს Facebook’ის გამოყენება.
ეიდენმა თქვა, რომ მან Facebook’ის ანგარიში იქამდე შექმნა, ვიდრე მობილური ტელეფონი ექნებოდა. კომპიუტერზე Facebook იყო მისთვის საუკეთესო არჩევანი, მაგრამ ახლა უკვე აქვს მობილური ტელეფონი და ურჩევნია უფრო “თანამდეროვე” აპლიკაციებით ისარგებლოს. ისეთით, როგორიცაა Snapchat, Vine, და Instagram.
ეიდენი ასევე ამბობს, რომ Facebook’ს სჭირდება ბევრი დრო პოსტის დასაწერად და წასაკითხად, მაგრამ სიტყვები სურათებზე და ვიდეოებზე ბევრად ნაკლებმნიშვნელოვანია.
ლუკასი ამბობს, რომ მისი ნაცნობების უმრავლესობას აქვს Facebook’ზე ანგარიში, მაგრამ მათი მხოლოდ 25% იყენებს ამ ქსელს რეგულარულად.
მას ურჩევნია Vine და Instagram, რადგან შეგიძლია უბრალოდ უცებ ჩამოსქროლო, როცა საქმე არ გაქვს, იპოვო რამე სასაცილო და არ დაგჭირდეს მთელი მიმოწერების ნახვა. იგი თვლის, რომ Facebook უფრო გამოსადეგია მეგობრებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სხვა ქსელს ანიჭებს უპირატესობას.
“უმჯობესია გამოიყენო Kik და მიწერო მეგობრებს, ძალიან ბევრი სარგებლობს ამ სერვისით და მისი გამოყენება ipod’ითაც შეიძლება.
უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ თინების უმრავლესობა მობილურ ინტერნეტს იყენებს. ლუკასი და ეიდენიც ამბობენ, რომ თითქმის ყველა მათ მეგობარს რაიმე სახის მობილური ტელეფონი აქვს.
ეიდენის თქმით, იგი ადრე ძალიან ხშირად ამოწმებდა Facebook’ს, მაგრამ რაც სმარტფონი აქვს, საერთოდ აღარ ამოწმებს.
როგორ ფიქრობთ, ხომ არ გახდა Facebook ძალიან კომპლექსური სოციალური ქსელი და ცოტა ხანში უფროსებიც ხომ არ დაიწყებენ მის მიტოვებას?

Tuesday, October 29, 2013

განათლება უპირველეს ყოვლისა

გამარჯობა !!!
ჩემი დღევანდელი ბლოგი პატარაა და ბევრი საუბრით თავს არ შეგაწყენთ.კარგად მოგეხსენებათ ყველას რომ დღეს,საქართველოს უმაღლესი განათლების დონე ბევრად ჩამორჩება ევროპულ საშუალო განათლების დონეს.რა არის ამის მიზეზი?
ჩემი აზრით საშინაო დავალების გადაწერა, გამოცდების და ტესტების მოტყუებით ჩაბარება მოზარდთა განათლების მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა. საოცარია, თუ რა დაჟინებით ცდილობენ ახალგაზრდები გადააბრალონ საკუთარი აკადემიური არაკეთილსინდისიერება სოციალურ პრობლემებსა და მშობელთა ზეწოლას პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოხვედრასთან დაკავშირებით. იქნებ,ისინი არ ცდებიან? იქნებ, საჭიროა მეტი მოთმინება გამოვიჩინოთ მათ აკადემიურ განვითარებასთან დაკავშირებით ან უფრო რეალისტური და გონივრული სასწავლო მიზნები დავუსახოთ მათ? მშობელთა მხრივ ამ პრობლემის იგნორირება დაუშვებელია.რაშიც არ უნდა იყოს საქმე, ჩვენ უნდა ვეცადოთ, დავარწმუნოთ ბავშვები იმაში, რომ გადაწერას და სხვა სახის აკადემიურად არაკეთილსინდისიერ ქცევას მათთვის უაღრესად უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ღირსეულად მოქცევა არსებულ გარემოებაში, შესაძლოა, ვინმეს წამგებიანადაც კი მოეჩვენოს, თუმცა, საბოლოო ანგარიშით, მხოლოდ ასე შეიძლება დარჩე ცხოვრებაში მოგებული.

პ.ს. რა თქმა უნდა დღევანდელი ბლოგი არ არის ამომწურავი აღნიშნულ პრობლემატიკასთნ დაკავშირებით,რა თქმა უნდა არის კიდევ უამრავი პრობლემა რაც კონკრეტულ შედეგს იწვევს,მაგრამ ვფიქრობ,საკმაოდ ღირებულია ჩემს დღევანდელ ბლოგში ასახული პრობლემატიკა იმ მტკივნეულ ასპექტში,რასაც "საქართველოში არსებული განათლების დონე" ჰქვია.

Saturday, October 12, 2013

პუბლიცისტური ნაშრომის არსი?! - იციან კი ეს ჩვენმა ჟურნალისტებმა?!

პუბლიცისტური სტილი მიზანმიმართულია ფართო გამოყენებისკენ.ის მთელი საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი და ძირითადად,მასმედიაშია დამკვიდრებული.მისი უმთავრესი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა.ასევე მნიშვნელოვანია: ავტორის პოზიციის აღნიშვნა,ფართო მასებზე ემოციური ზემოქმედება,საზოგადოებრივი,აზრის დამკვიდრება და ა.შ.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ეს ყველაფერი გასაგებია და რა ხდება დღეს? ძალიან მაინტერესებს იმ ჟურნალისტების განათლება სიტყვას რომ ვერ აბამენ თავს და პირდაპირ ეთერში ისე შეუძლიათ ჩაბჟირება და მერე ბოდიშის მოხდა,თითქოს უბნის სადარბაზოში სპეკტაკლს დგამდეს.სასაცილოა და ირონია როდესაც ჟურნალისტი,ბლოგერი თუ საავტორო გადაცემის რეჟისორი ყურადღებას უთმობს იმას რაც დღეს ნამდვილად უმნიშვნელოა იმის ფონზე რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს ტელევიზიების მიკერძოების კოეფიციენტი და ჩვენ გვაქვს პრეტენზია ევროპულ და განვითარებულ საზოგადოებაზე? მასმედიასა და ეროვნულ კლიშეზე?!
"ნურასოდეს გახდებით ჟურნალისტები შურიანი მეზობლების გულის გასახეთქად",ეს უნდა გინდოდეთ,სხეული და სული უნდა გთხოვდეთ მას.

პ.ს. აი ეს არის თანამედროვე მასმედიის "შეუმკობელი მარგალიტი"




Monday, July 8, 2013

ა-დ-ა-მ-ი-ა-ნ-ი

 ა-დ-ა-მ-ი-ა-ნ-ი იქნება დღევანდელი ჩემი ბლოგის თემა.
რა არის სიცოცხლე? - ყოველთვის როდესაც ეს კითხვა გვესმის რატომღაც გვიძნელდება პასუხი გავცეთ,შეიძლება ვიცით კიდეც რა არის (ჩვენებურად),მაგრამ მაინც გვიჭირს.
- რატომ?
სიცოცხლე ის საჩუქარია - რომლის სამადლობელად მხოლოდ და მხოლოდ რწმენითა და სიკეთის კეთებით ცხოვრება მიიღება და მეტი არაფერი.
ადამიანი იმიტომ არის ადამიანი,რომ ადამიანის ადამიანობას ადამიანობით უპასუხოს - ეს კი ცხოვრებაა.
ხშირად გვიწევს ისეთი პრობლემების წინაშე პირისპირ დადგომა - როგორიცაა:
ა)გაჭირვება;
ბ)ურწმუნოება;
გ)გახრწნილობა
დ)ღალატი და ტყუილი;
ე)სიკვდილი და საყვარელი ადამიანის დაკარგვა;
ვ)კომპლექსები და დეპრესია.
- როდესაც ადამიანი ასეთი პრობლემების წინაშე დგება - ამის დასაძლევად აკეთებს რამეს?
მაგ: მიდის ეკლესიაში და ანთებს სანთელს?
- ლოცულობს?
- აღსარებას ამბობს?
- საკუთარ თავთან რჩება მარტო?  - არამც და არამც,რთულია ეს გზა გაიარო,ამ გზის გავლა თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს შეუძლიათ.
როდესაც სახლში მარტო ვრჩებით - ხშირად ვრთავთ ან ტელევიზორს,ან მუსიკას ან სხვა რაიმეს - იცით რატომ?
პასუხი ნათელია: "საკუთარ თავთან განმარტოების გვეშინია"
- ჩვენი ცხოვრების არსსა და მიზანზე დაფიქრების გვეშინია
- საკუთარ თავთან შეცდომებში გამოტყდომის გვეშინია.
        მახსენდება ჩემი ბავშვობა - ყოველთვის როდესაც სახლში მოვდიოდი სკოლიდან - პირველ რიგში ხელებს ვიბანდი,შემდეგ ვსადილობდი,შემდეგ კი ვმეცადინეობდი.საღამოს ფეხბურთს ვთამაშობდი და მშობლის პირველივე დაძახებაზე სახლში ამოვდიოდი.მამა რაც თავი მახსოვს საზღვარგარეთაა - ეს კი მე სულაც არ მიშლიდა ხელს კაცად გავზრდილიყავი - სულ ვეკითხებოდი დედას: "დედა,მამა როდის იქნება სახლში დიდი ხნით მეთქი?"
დედა მპასუხობდა: "მამა ახლა იმიტომ არის საზღვარგარეთ რომ შენ ნათელი მომავალი გქონდესო.
რა თქმა უნდა ეს მახარებდა და ყოველთვის ვიცოდი - ჩემი კარგი სწავლით დედ-მამას შრომას დავაფასებდი.
ახლა ოცი წლის ყმაწვილი ვარ და იცით რას ვფიქრობ? -
მე რომ დედა გამოუცდელი და ერთ დროს ვნების გამო გათხოვილი გოგონა მყოლოდა,მამა კი ბოლო დონის უსაქმური - რა მოხდებოდა?
- ალბათ დღეს უბედური ვიქნებოდი.
ისმის კითხვა? - დღეს,თანამედროვე "სექსომანიაში" - რამდენი ადამიანი ფიქრობს ოჯახის შექმნის წმინდა ურთიერთობებზე - იმ ღირებულებასა და ფასეულობაზე რასაც უფლის გზით სიარული ჰქვია?! - რამდენი? - ორი? - სამი? - თუ ასი?!
ალბათ ყველა - თუმცაღა თავის დროზე დაუფიქრებელად შექმნილი ოჯახის მსხვერპლნი მრავლად არიან დღეს და უჭირთ მიუხედავად მათი მყიფი აზროვნებისა იმ გზას არ გაჰყვნენ რაც ოჯახის მაგალითზე აქვთ დანახული.
- და კიდევ ერთხელ მივედით იმ რვა ასოსთან - თითოეული ასოს შენარჩუნებისათვის ბრძოლა რომ გვიწევს მთელი ცხოვრება: " ა-დ-ა-მ-ი-ა-ნ-ი" -თან.

პ.ს. - შევინარჩუნოთ სიცოცხლის "ნიშა" - ადამიანობით და ცხოვრება მშვენიერი იქნება.
 მე თქვენ მიყვარხართ - თქვენ,თითოეული თქვენთაგანი,თითოეული ვისაც სიყვარული შეგიძლიათ.



Tuesday, May 7, 2013

პოეზიის დღე და პოეზია ექსპრომტად

                  დღე  ჩვეულებრივ დაიწყო.დიდი ფინჯანი ყავითა და ინტერნეტით.შევამოწმე უნივერსიტეტის პირადი სისტემა,მეილი,Facebook,Twitter და ჩავიცვი,ჩავიცვი ისე,უბრალოდ,როგორც მჩვევია ხოლმე.ჯინსი,თეთრი პერანგი და კლეჩატი ,,საროჩკა".
თეთრი All star–ებიც მოვიხდინე და გავედი.არ ვიცი სად,ვიყიდე შოკოლადი,თერმოსით ყავა მქონდა წაღებული და სიმართლე რომ გითხრათ რამდენი ხანია რუსთაველზე მარტოს არ მისეირნია და რა კარგი ყოფილა?!იქ ერთი მათხოვარიც ვნახე რომელიც სულ ჩხუბობს რომ არ ეხმარებიან,მერე რა მოხდა?ისიც ადამიანია და უნდა რომ დაეხმარონ მაგრამ ... ეგრე,სად არის თაყაო?შენ რომ მამული გაყავო?!კარგად არის ნათქვამი და ბევრ მოვლენას ვუსადაგებ ხოლმე.ბევრი სიარულის შემდეგ ჩემს ძველ მეგობარს წავაწყდი.გამოვკითხე ყველაფერი,მანაც გამომკითხა.გამიკვირდა როდესაც ჩემს შესახებ ისიც კი არ იცოდა რომ ვწერ,გამიკვირდა მაგრამ არ შევიმჩნიე.მას ეჩქარებოდა სამსახურში,მეც მეჩქარებოდა,არსად!
                  სახლში ასე 5 საათისკენ შემოვედი და ჩემმა ბიჭებმა მითხრეს კიდეც დღეს პოეზიის დღეა და მოდი,უცებ შევკრიბოთ ხალხი და რუსთავის,კულტურისა და დასვენების პარკში ჩავიდეთო.იდეა ნამდვილად კარგი იყო და როგორც ყველაზე კარგი საშუალება რაიმე ღონისძიების საზოგადოებისათვის გაცნობის თვალსაზრისით,FB –ის Event –ი გავაკეთე და გავაზიარე.მსურველი ბევრი აღმოჩნდა.საღამო 7 საათზე დავგეგმეთ,ასეც მოხდა ყველაფერი.7 საათზე უკვე პარკში ვიყავით და ხალხიც ნელ–ნელა მოდიოდა.თვალი ერთი ველოსიპედისკენ გამექცა და პატრონი მოვიკითხე,მისი მფლობელი ჩვენი ოპერატორი მეგობარი აღმოჩნდა,ვთხოვე ცოტა გავივლი მეთქი,პასუხი დადებითი მივიღე და მოვახტი.სიამოვნებისგან ალმური გადამდიოდა სახეზე როდესაც სამი ძაღლის ავი ყეფა და ფეხების ხმა ჩამესმა.მოვიხედე და სამი დამშეული ძაღლი მომდევდა,იქიდან სიცილ–კისკისი მესმოდა ჩემი მისამართით.არ დავმალავ,ცოტა ოფლმა დამასხა იმდენად დიდი ხანი მომდევდნენ,მერე როგორც იქნა მოვიშორე და ასე დაოსილი მივედი საწყის ,,სტარტამდე".ჩემს მეგობრებს ჩემზე კარგად ეცინათ უკვე და მეც დამშვიდებულს კარგად გამეცინა ჩემს თავზე.
                ხალხი უკვე საკმაოდ ბევრი იყო მოგროვილი,გიტარა და ნანა ზურიაშვილიც მზად იყო,ჩემი ბიჭები და ჩვენი პოეზიაც უკვე მხოლოდ ლუდის ჩამოსხმას და პოეზიის საღამო გახსნას ელოდებოდა.რამოდენიმე წუთიც მიიწურა და დავიწყეთ.მე გავხსენი საღამო პირველი ჩემი ლექსით: მიყვარხარ (სიცილიური აქცენტით),მერე ამომ: სიყვარული (გურული აქცენტით) მომაყოლა,გურამმა:პოეტებს სიკვდილი არ აშინებთ დაამღერა და პირველ პოეტურ წრეს ბაჩოს:ქალბატონო დაესვა წერტილად.ნანამ თავისი მშვენიერი ხმით და კარგი ემოციით შესანიშნავი სიმღერა შემოგვთავაზა.მე  ვიჯექი და ვიყურებოდი ირგვლივ,მიხაროდა თუ რა ბედნიერი შეიძლება იყო ადამიანი,ერთი ბაკალი ლუდითა და ამხელა სიყვარულით.
             კოცონი,ლუდი,პოეზია,გიტარა და სიყვარული გახდა მიზეზი,ამ საღამოდან წამოსულ თითოეულ ადამიანს გვეთქვა:,,დღემ,ძალიან კარგად ჩაიარა" –ო !!!

პ.ს. მეცამეტე თვის პოეტების თვე მეცამეტე თვეა რადგან,უფალმა გვაჩუქა თორმეტი მიგნება,მაგრამ ვინაიდან უფალი ერთია,მეცამეტე თვე – ჩვენი თვე იქნება.

Monday, May 6, 2013

წმიდა დიდმოწამე, ძლევაშემოსილი, საკვირველთმოქმედი გიორგის ხსენება (გიორგობა)

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში. ეკლესიის მთელი ისტორია ერთიანი, სისხლით დაწერილი მარტვილოლოგიაა და მისი ყოველი გვერდი სავსეა ქვეყნიერებისათვის ნაცნობ თუ უცნობ მოწამეთა სახელებით, რომელთა შორის გამოირჩევა ღვაწლი და წამება ძლევამოსილი გიორგისა. წმინდა გიორგი დაიბადა III საუკუნის II ნახევარში კაპადოკიაში, მთიან ქვეყანაში, რომელიც ძალიან წააგავს საქართველოს. კაბადოკიაში სახლობდნენ მისი მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. მას მაღალი თანამდებობა ეკავა რომის არმიაში და ერთ-ერთი დევნის დროს მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა, ქალაქ ლიდის მახლობლად, სადაც იგი ღმრთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ღრმა ერთგულება წმ. გიორგის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. გიორგი სრულიად ახალგაზრდა განმწესდა სამხედრო სამსახურში. ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში იგი გამოირჩეოდა, როგორც მამაცი, გამოცდილი მეომარი და მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წ.წ.) ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა, შვილივით შეიყვარა და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.
თავისი მეფობის პირველ ხანებში დიოკლეტიანე ქრისტიანებს არ სდევნიდა: ნება დართო მათ, აეშენებინათ ეკლესიები და ჩაეტარებინათ ღმრთისმსახურება. ნიკომიდიაში, იმპერატორის რეზიდენციაში, ააგეს უზარმაზარი ქრისტიანული ბაზილიკა, რომელიც ოცი ათას კაცს იტევდა. ხელმწიფის ნათესავთა შორის ბევრი იყო ქრისტიანი. დიოკლეტიანე 15 წელს მყარად იჯდა რომის ტახტზე და მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამხედრო რეფორმები გაატარა. მაგრამ მალე ერთ უბედურებას მეორე მოჰყვა: შიმშილი, ეპიდემიები და აჯანყებები არყევდნენ იმპერიას. ქურუმები შეაგონებდნენ იმპერატორს, რომ ღმერთების მოსამადლიერებლად და ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელი იყო იმპერიაში მყოფი ყველა ქრისტიანის განადგურება. დიოკლეტიანე, ქვეყნის უზენაესი ქურუმი, თავადაც თვლიდა, რომ რომის დიდება განუყრელად იყო დაკავშირებული წარმართულ რელიგიასთან. რომის კეისრებს განსაკუთრებით სძულდათ ქრისტიანები, რადგანაც ისინი მათ, როგორც მიწიერ ღმერთებს, მსხვერპლს არ სწირავდნენ. იმპერატორს ჰყავდა ერთგული მეგობარი მაგნეტიოსი, რომელიც განსაკუთრებულად ემტერებოდა ქრისტეს მიმდევრებს. მეფემ და მაგნეტიოსმა განიზრახეს ქრისტიანების სრული განადგურება და სენატის საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება დევნის დაწყების შესახებ. დარბაზში, თათბირზე გამოვიდა იმპერატორი, რომელმაც თავისი სიტყვა ასე დაასრულა: „ქრისტიანები არ უნდა არსებობდნენ“. იმ ღამესვე დაწვეს ხალხით სავსე დედაქალაქის ეკლესია, ხოლო დიოკლეტიანემ წერილები მისწერა იმპერიის ყველა პროვინციის მმართველს, ერისმთავარსა და მხედართმთავარს, რომ თავიანთ საბრძანებელში თუ არ მოსპობდნენ ყველა ქრისტიანს ცეცხლითა და მახვილით, მათაც ისევე დასჯიდნენ, როგორც ქრისტიანებს. როგორც კი ამ წერილებმა თავის დანიშნულების ადგილებამდე ჩააღწია, დაიწყო ქრისტიანთა სამწყსოების მასობრივი და სასტიკი დევნა. მრავალმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას და უარყო ქრისტე.
და აი მაშინ, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი უკუნეთ ღამეში, გამობრწყინდა ქრისტეს მხნე მხედარი, დიდმოწამე გიორგი, რომელმაც ზეციური საღმრთო სიბრძნით განაქარვა კერპთმსახურების საცთური და თავისი წამების ღვაწლით განანათლა ქრისტიანები. იგი არ შეაძრწუნა არც უსჯულო მეფის სისასტიკემ და არც ქრისტიანებისათვის განმზადებულმა მრავალგვარმა სატანჯველმა, არამედ ყოველგვარი დიდება და პატივი უარყო და უხრწნელი ცხოვრებისათვის განემზადა. მან თავისი ქონება და სიმდიდრე გლახაკებსა და დავრდომილებს განუყო და მათი ლოცვით განძლიერებული, მეფისა და მისი უგუნური თანამზრახველების წინაშე წარსდგა, აღიარა ქრისტე და ამგვარად მიმართა მათ, მეფეო, მე ქრისტიანი ვარ და მინდობილ ვარ ჭეშმარიტ ღმერთსა და ზეციურ მეუფეს, ქრისტეს. და აი, ვდგავარ მე თქვენ წინაშე და მიკვირს თქვენი შეცთომილება, რადგან არ იცით ჭეშმარიტი ღმერთი და დამბადებელი ყოველივესი. ამიტომ გთხოვთ, ნუ სცთებით ეშმაკის საცთურებით, რადგანაც თქვენი ღმერთი, რომელსაც ცა და ქვეყანა არ გაუჩენია, უნდა მოისპოს და გაქრეს. ხოლო - ჩვენ ქრისტიანები - თაყვანს ვსცემთ და გვწამს ერთი ღმერთი, შემოქმედი მამა და ერთი უფალი იესო ქრისტე, მისი მხოლოდშობილი ძე და სული წმინდა, ერთი სამება ღმრთეებით სრული და მეუფებით ერთი. ჩვენ ამქვეყანაზე ვცოცხლობთ მისი პატიოსანი სამსახურით და სიკვდილის შემდეგაც მოველით საუკუნო ცხოვრებას, ხოლო თქვენი კერპთმსახურება სასაცილოა და სიმართლესაც არ შეიცავს, რადგანაც დაგეუფლათ თქვენ ეშმაკი, რათა ყველა, ვისაც იგი გწამთ, წარსაწყმედელში ჩაგყაროთო. როდესაც მოისმინა ღმერთის სადიდებელი ჭეშმარიტი დამოწმება, განრისხებულმა მაგნეტიოსმა ჰკითხა: „ვინ ხარ შენ, ან რას წარმოადგენ, რომ ამდენი გაბედე ჩვენს წინაშე?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „ჩემი პირველი და პატიოსანი სახელი არის ქრისტიანი, ხოლო კაცთა შორის მეწოდება გიორგი“. მაშინ ჯოჯოხეთის ურჩხულმა დიოკლეტიანემ მიმართა მას: „გიორგი, ვიცით ჩვენ შენი სიბრძნე და მამაცობა და პატივცემულიცა ხარ ჩვენგან, მაგრამ თუ არ შესწირავ მსხვერპლს აპოლონსა და სხვა ღმერთებს, უკეთურად და უპატიოდ მოკვდები, ხოლო თუ დაგვემორჩილები, ჩვენი მეგობრობით განიხარებ და მრავალ სიმდიდრესა და სიკეთეს მიემთხვევი, რადგან აწინდელი ამაო კადნიერება არ არის სასურველი შენთვის“. წმ. გიორგიმ მიუგო: „მეფეო, ისმინე ჩემი და ჭეშმარიტი ღმერთი შეიცანი, რათა ღირსი შეიქმნე ცათა სასუფეველისა, ხოლო შენი მიწიერი ხელმწიფება დროებითია. შენი ტკბილი საუბარი ვერ შეარყევს ჩემში ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას, რადგან ჩემთვის ქრისტე ზეციური მეუფეა და ის მომანიჭებს დიდებასა და გამარჯვებას ეშმაკსა და მის მსახურებზე“. მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა მისი ძელზე ჩამოკიდება და ლახვრით დაკოდვა, სანამ მისი ნაწლავები მიწაზე არ დაცვივდებოდა, მაგრამ, როგორც კი მახვილი აძგერეს, ის ასხლეტილი ტყვიასავით იმწამსვე უკუიქცა, ხოლო სანუკვარ სხეულს მხოლოდ სისხლის ცვარი გადმოედინა, წმინდა გიორგიმ კი მადლობა შესწირა ღმერთს. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა მისი საპყრობილეში წაყვანა, ხუნდებით დაბორკვა და მკერდზე ლოდის დადება. როდესაც ოთხმა კაცმა გაჭირვებით აიღო უზარმაზარი ლოდი და გულზე დაადო. სრულიად უვნებელმა გიორგიმ კვლავ სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს. 
მეორე დღეს ეშმაკმა დიოკლეტიანესა და მის მომხრეებს მეტი მზაკვრობა ჩაუნერგა გულში. მათ შიშველი გიორგი დააკრეს მბრუნავ ურმის თვალზე, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილები იყო აღმართული, ხოლო როდესაც ძლიერად დაატრიალეს ბორბალი, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა, მაგრამ ლოცვითა და ღმრთის სასოებით განმტკიცებული მოწამე მხნედ დაითმენდა საშინელ ტანჯვა-წამებას: პირველად ხმამაღლა მადლობდა უფალს, ხოლო შემდეგ, როგორც მძინარე, დადუმდა და გულში ლოცულობდა. დიოკლეტიანემ და მისმა მეგობრებმა იფიქრეს, მოკვდაო და ხმა აღიმაღლეს: „იხილეთ ყველამ, რამეთუ არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა აპოლონისა და პოსეიდონისა, ზევსისა და ჩვენი სხვა ღმერთებისა, სად არის გიორგის ღმერთი, რატომ არ მოვიდა და დაიხსნა იგი ჩვენი ხელიდან?“ მეფის ბრძანებით მოწამე დაჭრილი და დაკუწული სხეულით დატოვეს ურმის თვალზე და თვითონ სასამხროდ წავიდნენ. იქნებოდა დილის 10 საათი, როდესაც ზეციდან მოისმა საშინელი ოხვრის ხმა, რომელიც ეტყოდა მას: „განმხნევდი, გიორგი, და განძლიერდი, რამეთუ მრავალი მიწამებს შენს გამო“, და როგორც კი მცველებს ეს ხმა მოესმა, შეშინებულები გაიქცნენ. უეცრად გამოჩნდა უფლის ანგელოზი, გიორგი ჩამოიყვანა სატანჯველი ბორბლიდან, სრულიად განკურნა, ეამბორა და უთხრა: „გიხაროდეს გიორგი, განძლიერდი და გწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოგანიჭებს მოწამეობის სრულ გვირგვინს“, ხოლო, როდესაც სიტყვა დაასრულა, წმინდა გიორგიმ მადლობა შესწირა უფალს: „აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე“. და კვლავ „სლვანი ჩემნი წარმიმართენ მე სიტყვითა შენითა და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოებაი“. ამის შემდეგ ქრისტეს მოწამე მივიდა ბომონში, სადაც მეფე თავისი თანამზრახველებითურთ მსხვერპლსა სწირავდა აპოლონის კერპს და უთხრა მათ: „მიცანით მე და ირწმუნეთ ღმერთი, რომელსაც მე გიქადაგებთ და რომელმაც გამომიხსნა თქვენი ხელიდან და იმ სატანჯველთაგან, რომელიც თქვენ განამზადეთ ჩემს მოსაკლავად და აი თქვენ კი დიდად სცოდავთ, როცა მსხვერპლსა სწირავთ ცრუ ღმერთებს“. გაოცებულმა მეფემ ვერ შეიცნო წმინდანი, რადგან მისი მსგავსი ვინმე ეგონა და სთხოვა, ეთქვა, თუ ვინ იყო. წმინდა გიორგიმ მიუგო: „მე ვარ გიორგი, მონა ქრისტესი, ხოლო თქვენ, რადგანაც მკვდარი გეგონეთ, ნაწილ-ნაწილ დაჭრილი, ბორბალზე მიმატოვეთ. და აი, მე მოვედი, რათა გიჩვენოთ, რომ ჩემს ღმერთს, რომელსაც თქვენ აყვედრეთ, შეუძლია სიკვდილისაგან დახსნა“. ამგვარი დიდი სასწაულის ხილვისა და ჭეშმარიტ სიტყვათა მოსმენის შემდეგ მეფის მხედართმთავრებმა ანატოლიმ და პროტოლეონმა თავიანთი სახლეულობითურთ ირწმუნეს ღმერთი და აღიარეს: „მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ჭეშმარიტი“. როგორც კი ესმა ეს დაწყევლილ მეფეს, ბრძანა მათთვის თავის მოკვეთა, ხოლო ისინი ლოცულობდნენ: „უფალო, ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, შეივედრე ჩვენი სულები მშვიდობით და გვამყოფე შენი მეუფების ნათელში, ხოლო ჩვენი მცირედი აღსარება ჩაგვითვალე შენდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებად და ცოდვების გამოსასყიდად“ და ასეც აღესრულნენ ღმრთის დიდებასა და გალობაში.
როდესაც დედოფალ ალექსანდრას წმინდა გიორგის დიდი და საკვირველი საქმენი ესმა, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, წარსდგა მეფესთან და კადნიერად განუცხადა: „მე ქრისტიანი ვარ და გიორგის ღმერთის მხევალი“. ჰკითხა მას მეფის მეგობარმა მაგნეტიოსმა: „გვითხარი ჩვენ დედოფალო, რისთვის იწამე შენ ქრისტე და უარყავი ღმერთები?“ მაშინ ჭეშმარიტი ღმრთის სარწმუნოებით განმტკიცებულმა დედოფალმა მიუგო მათ: „რადგან ვისურვე წარმატება და დავგმე სულიერი ნაკლულევანება“. მეფე განრისხდა და ბრძანა, რათა წმინდა გიორგი ახლად დამბალ, მხურვალე კირის ორმოში ჩაეგდოთ და მცველები დაეყენებინათ. სამი დღის შემდეგ კი უბრძანა მხედრებს, ამოეკრიფათ მკვდრის ძვლები და მიწაში დაემარხათ. მას ეშინოდა, რომ ქრისტიანებს პატივი არ ეცათ მისი სხეულისთვის, რადგან იცოდა მათი ჩვეულება მოწამეთა განდიდებისა. გაოცებულმა მხედრებმა გიორგი სრულიად უვნებელი იხილეს და იწამეს იესო ქრისტე. ერის დიდმა სიმრავლემ და ასევე იქ მისულმა დედოფალმა ალექსანდრამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ერთხმად ღაღადებდნენ: „დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელიც დაიხსნის თავის მონებს გასაჭირისაგან“. ხოლო მეფემ წინ დაისვა წმინდა გიორგი, შემოიკრიბა ირგვლივ თავისი ოჯახის წევრები და ჰკითხა წმინდანს: „გვითხარი გიორგი, ვინ გაგაცოცხლა შენ?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „მეფეო, კიდეც რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ, მაგრამ მე არ დავფარავ, რომ იესო ქრისტემ, ღმერთის ძემ, დამიცვა მე ყოველგვარი სატანჯველისაგან და იგია ეშმაკის მახისაგან ყველას დამხსნელი, ვინც კი ვედრებით მოუხმობს მის წმინდა სახელს“. მაგრამ გამძვინვარებულმა მეფემ, ჭეშმარიტების სანაცვლოდ, უსამართლობა და ბოროტება მიაგო მოწამეს. მან გახურებული ლურსმნებით შეჭედილი რკინის სანდლები ჩააცვა გიორგის და უბრძანა ერბინა, მაგრამ, რადგან სიარული ვერ შეიძლო, ძალით ათრევინა. ის კი საკუთარ თავს მხნედ შეუძახებდა: „ისწრაფე, გიორგი, ისწრაფე იმ ხვედრისაკენ, რომელიც შენთვის არის განმზადებული“. და სთხოვდა უფალს: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესო ქრისტე, შენ ხარ მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი და შენ აძლევ მოთმინების უნარს ყველას, ვინც შენი სახელისათვის იგვემება. ნუ გამწირავ, არამედ მომმადლე სიკვდილამდე მოთმინება, რათა არა სთქვას მტერმა: „სადა არს ღმერთი იგი მისი“. როდესაც ლოცვა დაასრულა, ხმა მოესმა ზეციდან: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ“. და მყის გამოუჩნდა შეწევნა უფლისაგან და სრულიად განიკურნა. უგუნურმა მეფემ კვლავ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩასმა, ხოლო მეორე დღეს სამსჯავროზე მოიხმო და უთხრა: „როდემდე გაუძლებ გრძნეულებით ამ სატანჯველებს და შეინარჩუნებ მხნეობას? დამემორჩილე და შესწირე მსხვერპლი ღმერთებს“. მაგრამ წმინდა გიორგიმ ასე მიუგო: „მე ჩემი ღმერთის შეწევნით მოვითმენ ყოველგვარ სატანჯველს, და აი თქვენს წინაშე ვდგავარ ცოცხალი და უვნებელი, ხოლო თქვენ მოწამე ხართ ჩემი ღმერთის ძალისა“. მეფე განრისხდა და ბრძანა, რათა შეუბრალებლად ეცემათ საქონლის ძარღვებისაგან დამზადებული მათრახით, ხოლო როდესაც უმოწყალოდ გვემეს, კვლავ შესთავაზეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა, მაგრამ გიორგიმ მიუგო: „მე ცოცხალ ღმერთს ყოველდღე ვწირავ ქება-დიდების მსხვერპლს და ნეტავი თქვენც დამიჯერებდეთ და ჩემთან ერთად თაყვანს სცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს“. მაგნეტიოსმა უთხრა: „თუ გინდა, რომ შენი ღმერთი ვიწამოთ, გვიჩვენე სასწაული და გააცოცხლე ერთი მკვდართაგანი, რომლებიც ჩვენ წინ სამარხებში არიან“. წმინდა გიორგიმ უპასუხა: „ღმერთს, რომელმაც არა არსისაგან შექმნა ცა და ქვეყანა, შეუძლია ამ მკვდრის გაცოცხლებაც, მაგრამ თქვენ ცთუნებული ხართ ეშმაკისაგან და კიდეც რომ აღდგეს მკვდარი, თქვენ მაინც არ იწამებთ, ამიტომაც, მხოლოდ აქ მყოფი ერისათვის შევთხოვ კაცთმოყვარე უფალს, რომ მომმადლოს ეს სასწაული“. წმინდა გიორგიმ მუხლი მოიდრიკა, ილოცა, ხელები აღაპყრო ზეცისკენ და უფალს შეევედრა მკვდრის აღდგინება. ხოლო, როდესაც ლოცვა დაასრულა, ქვეყანა შეიძრა, საფლავის კარი გაიღო და გამოვიდა გაცოცხლებული მკვდარი. იგი მივიდა წმინდა გიორგისთან, დავარდა მის ფეხებთან და შეევედრა მას: „შემიწყალე მე, მონაო ღმრთისა მაღლისაო და მომანიჭე მე ნათელი ცხოვრებისა, ბეჭედი ქრისტესი“. წმინდანმა უთხრა მას: „უკეთუ გწამს ქრისტე, რომელიც აღადგენს მიცვალებულებს, შენც ცხონდები“. ხოლო მან უპასუხა: „მე მწამს ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რომელმაც მკვდრეთით აღმადგინა“.
მეფეს გაუკვირდა, ბოროტი სარწმუნოებით აღივსო და ჰკითხა, თუ ვინ იყო იგი სიკვდილამდე და როდის მოკვდა. მან უპასუხა: „მე ვიყავი კერპთა მღვდელი და ქრისტეს გამოცხადებაზე ადრე მოვკვდი, ხოლო სიკვდილის შემდეგ კი სხვა კერპთმსახურებთან ერთად უშრეტ ცეცხლში ვიტანჯებოდი“. მაშინ მეფემ წარმოსთქვა: გიორგი გრძნეულია და რაღაც სული ამოგვიყვანა, რომ გვაცდუნოსო. ქრისტეს მოწამემ მიუგო: „როდემდე უარყოფ, მეფეო, და არ ირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთს, იცოდე რომ ეშმაკს არ შეუძლია ქრისტეს სახელის მოსმენა და როგორ გააკეთებს იმას, რაც შენ იხილე და გესმა“? განმძვინვარებულმა მეფემ ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება, მაგრამ ახლადმოქცეული ქრისტიანები ქრთამს აძლევდნენ საპყრობილის მცველს და ღამ-ღამობით მასთან შედიოდნენ, ხოლო მოწამე მათ სარწმუნოებას ასწავლიდა, სნეულებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.
იყო ერთი მიწის მუშა, სახელად ღლუკერი, რომელსაც მოუკვდა მარჩენალი ხარი. იგი მივიდა საპყრობილეში, დაემხო წმინდა გიორგის წინ და სთხოვა ხარის აღდგინება.
მოწამემ უთხრა: „თუ გწამს ჩემი ღმერთი, შენი ხარი გაცოცხლდება“, საწყალმა კაცმა უპასუხა, რომ სწამდა. მაშინ გიორგიმ უთხრა: „წადი და იხილე, შენი ხარი ცოცხალია“. კაცი სახლში დაბრუნდა და თავისი ხარი გაცოცხლებული დახვდა. ღლუკერი არ მიემსგავსა ცხრა უმადლო კეთროვანს, არამედ მიემსგავსა მეათე სამარიტელს, მკურნალთან დაბრუნდა მადლობის სათქმელად და ხმამაღლა აღიარებდა ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. როგორც კი მეფის ახლობლებმა ეს გაიგეს, შეიპყრეს იგი და მეფეს მიჰგვარეს. მან კი არც გამოიძია, არამედ ბრძანა ნაჭერ-ნაჭერ დაეკუწათ, ხოლო, როდესაც ჭრიდნენ, იგი ხმამაღლა ლოცულობდა: „ღმერთო ჭეშმარიტო, ნუ უარმყოფ მე შეურაცხს, რადგან მწამხარ შენ - მამა, ძე და სული წმინდა, მაგრამ მეშინია, რადგანაც არ მოვნათლულვარ და გევედრები შენ, ქრისტე, ეს სისხლის დათხევა შემირაცხე ნათლისღებად“. უეცრად ზეციდან ხმა მოესმა: მოდი ჩემთან სიხარულით, რადგანაც სრული ხარ და დასრულდა შენი წამება. და დაიმკვიდრა ნეტარმა სასუფეველი. მეფის ყურამდეც მიაღწია, რომ ბევრი მიდიოდა საპყრობილეში გიორგისთან და ბრძანა სასწრაფოდ მისი მოყვანა. მაშინ მაგნეტიოსმა მეფეს ურჩია, რომ არ განრისხებულიყო, არამედ სიმშვიდითა და დაპირებებით ეცთუნებინა გიორგი, რომელიც საპყრობილიდან მომავალი, ფსალმუნებს გალობდა და უფალს შეწევნასა სთხოვდა. როდესაც გიორგი მეფის წინაშე წარსდგა, დიოკლეტიანემ ვედრება დაუწყო, რომ კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა და ჯილდოდ დიდძალ სიმდიდრესა და პატივს აღუთქვამდა. ხოლო მიყენებული ტანჯვისათვის პატიებას ითხოვდა. წმინდა გიორგიმ მიუგო მას: „რადგან ჩემს წინაშე შეინანე და შენთვის სიხარულის მომნიჭებელია, რომ კერპებს შევწირო მსხვერპლი, მოდი და წავიდეთ შენი ღმერთების სამყოფელში“. მეფემ გაიხარა და თავის სახლობასა და მთელ თავის მხედრობას უბრძანა, წასულიყვნენ ტაძარში და ყველასათვის ეხარებინათ, რომ აპოლონმა სძლია ქრისტიანთა ღმერთს. როგორც კი ნეტარი ტაძარში შებრძანდა, სამარისებური სიჩუმე გამეფდა, ხოლო ქრისტეს მოწამე წარსდგა აპოლონის კერპის წინაშე და მიმართა მას: „შენ ხარ ღმერთი და გშვენის რომ კაცნი გემსახურებოდნენ?“ ეშმაკმა, რომელიც კერპში იყო ჩაბუდებული, ხმა ამოიღო და თქვა: „არც მე ვარ ღმერთი და არც ესენი, რომლებიც ჩემთან არიან, არამედ, მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც დაბადა ცა და ქვეყანა, ხოლო ჩვენ, მისი ანგელოზები ვიყავით და როცა უარვყავით, ეშმაკნი გვეწოდა და მას შემდეგ ვაცდუნებთ კაცთა მოდგმას“. წმინდა გიორგიმ უთხრა მათ: „თუ ღმერთები არა ხართ, როგორ გაბედეთ აქ მოსვლა, როცა მე, ქრისტეს - ჭეშმარიტი ღმერთის - მონა აქ ვიმყოფები“ და ამ სიტყვასთან ერთად გადასახა ჯვარი. უეცრად შეიქმნა დიდი შფოთი, გოდება, და გლოვა ეშმაკთა, და ყველა კერპი, რომელიც ტაძარში იმყოფებოდა, ერთბაშად გადმოვარდა და დაიმსხვრა. როგორც კი საკერპოს ბილწმა ქურუმებმა ეს დაინახეს, შეიპყრეს წმინდა გიორგი და უთხრეს მეფეს: „მოჰკალი ეს გრძნეული, მეფეო, რადგან თავისი მისნობით ხალხი მოატყუა და ღმერთებიც შეჰმუსრა“. განრისხებულმა მეფემ უთხრა მას: „ბოროტო და ყოველგვარი გრძნეულებით აღსავსევ, შენ არ შემპირდი, რომ ღმერთებს შესწირავდი მსხვერპლს?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „შე ბრმავ და უკეთურო, ვერა ნახე, როგორც კი ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს მიმართ ლოცვა დავასრულე, მაშინვე დაემხო ყველა თქვენი ცრუ ღმერთი, რადგან უსულო კერპები არიან და უგულისხმოებს აცდუნებენ, ხოლო ქრისტეს მონები ჭეშმარიტი ღმერთის სახელით შემუსრავენ მათ“.
როდესაც დედოფალმა ალექსანდრამ კერპების შემუსრვა შეიტყო, მსწრაფლ მივიდა მეფესთან და შესძახა: „უძლეველი მხედრის გიორგის ღმერთო, ნუ გამიხსენებ უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს, უფალო, ღმერთო, გაიხსენე ჩემი უკანასკნელი მოქცევა შენდამი და ადგილი მიმიჩინე ქრისტიანებთან და შენს ერთგულ მონა გიორგისთან“. გამძვინვარებულმა მეფემ უკანასკნელად მიმართა წმინდა გიორგის: „უკეთურო გიორგი, შენ შეაცდინე დედოფალი და მიზეზი გახდი მისი დაღუპვისა, ამიტომ ვბრძანებ, რომ მახვილით თავი წარგეკვეთოთ შენც, გალილეველთა მღვდელსა და დედოფალსაც“. მხედრებმა მაშინვე წაიყვანეს ისინი ქალაქგარეთ. სიხარულით აღვსილი დედოფალი გულში გამუდმებით ლოცულობდა, ხოლო თვალები ზეცისაკენ ჰქონდა აღპყრობილი. მან გზად ჩამოისვენა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს, ხოლო წმინდა გიორგიმ, როგორც კი ადგილზე მიიყვანეს, სთხოვა მათ, რომ ლოცვის დრო მიეცათ. მიაპყრო თვალები ზეცას, აღაპყრო ხელები, ამოიოხრა და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩემო, რომელიც არსებობ საუკუნეებზე უწინარეს, რომლისკენაც მოვილტვოდი ჩემი სიყრმიდან, რომელი ხარ ქრისტიანთა სასოება, და რომლის არსებობასაც არა აქვს დასასრული, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და სრული მოწამეობა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და განარიდე ეშმაკთა სულებისაგან და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. აპატიე ამ წარმართებს ის ბოროტება, რაც უყვეს შენს მონებს და გაუნათლე მათ გულები ჭეშმარიტების შესამეცნებელად. უფალო, მოუვლინე შეწევნა ყველას, ვინც კი უხმობს შენს სახელს და დაამკვიდრე მათ შორის შენი შიში, სიყვარული და შენი წმინდანების სურვილი, რათა აღასრულებდნენ მათ დღესასწაულებსა და ბაძავდნენ მათ სარწმუნოებას, რომ მათთან ერთად ღირსნი გახდნენ ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებისა. მოხედე, უფალო, ჩემს სიმდაბლეს და მიეცი მადლი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა. ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და გამიხსენოს მე, იხსენი ყოველგვარი განსაცდელისაგან. უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი სნეულებანი, რადგან მხოლოდ შენ იცი, მათი მაცთური მტრის სივერაგე, რომელიც ფეხქვეშ შემუსრე და რომლებიც წაიკითხავენ ან მოისმენენ ჩემს წამებას, განწმიდე ბიწიერებისაგან“. და როგორც კი ლოცვა დაასრულა, უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მოდი ჩემო სარწმუნო მონაო და შედი მამაჩემის ზეციურ სამკვიდრებელში. ხოლო რაც მთხოვე, აღგისრულებ და ვინც შენს სახელს მოიხსენებს, ვიხსნი ყოველგვარი განსაცდელისაგან“. და როდესაც სიტყვა დაასრულა, ამაღლდა ზეცად. მაშინ წმინდა გიორგიმ მოიდრიკა მუხლი და მიუშვირა ქედი. ჯალათმა დაჰკრა მახვილი და დასრულდა დიდმოწამის წამება 303 წელს, 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე.
ანდერძის თანახმად წმინდა გიორგის ცხედარი დაკრძალეს პალესტინაში, ქალაქ რამალაში და იგი შეიქმნა კურნებებისა და სასწაულების წყაროდ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდში (დიოსპოლისი) წმინდა გიორგის სახელზე ააშენეს დიდი ტაძარი და მისი წმინდა ნაწილები საზეიმოდ იქ გადაასვენეს.
წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებითა და წყალობით. წმინდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსვრაზე მოგვითხრობს შემდეგი სასწაული: პალესტინაში, წმინდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმინდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს და იწყეს ლხინი და განცხრომა. უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშსა და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და სროლა დაუწყეს იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმინდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე ამხილებს თავის მოწინააღმდეგეებს და ულმობლად მუსრავს მათ“. უსჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ ვინ არის ასეთი?“ ხოლო იგი უჩვენებდა წმინდა გიორგის ხატს. ბრწყინვალედ გამოსახულსა და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილ დიდმოწამეს წელზე ოქროს ქამარი ერტყა, ხოლო ხელში საბრძოლო შუბი ეჭირა და თავზარდამცემი სანახავი იყო თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და წმიდანის ხატს სტყორცნა, მაგრამ ისარი უეცრად უკუიქცა, მტყორცნელს გული განუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია, ხოლო დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცემული მეომრები გაიქცნენ, ხოლო ვინც გადაურჩა მახვილით მოსვრას, მიუთხრობდნენ წმინდა გიორგის უძლეველ ძალაზე.
ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმინდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, ქალაქ ლასიაში მეფობდა უკეთური, უსჯულო და კერპთმსახური სელინოსი, რომელიც ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი და ულმობელი იყო. ამიტომაც, თავისი ბოროტი საქმეების შესაფერად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა დაადანაშაულეს მეფე, რომ იგი არ ეძიებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული გახდა გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისაგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისთვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმრთის განგებულებით, სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმინდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და როდესაც იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო, მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდნენ მამამისი და მისი ქვეშავრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას“ - უპასუხა ქალმა. როდესაც წმინდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მხეცისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრებაი, გიორგი, ჰყავ რაიცა გნებავს, მე შენთანა ვარ“. უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა იქიდან წასვლას, მაგრამ წმინდა გიორგი ვეშაპის მოსაკლავად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო, ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად“ და როგორც კი ეს წარმოსთქვა, სულიწმიდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი, და მე მოვკლავ ამ ვეშაპს“. მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშავრდომებმა: „გვწამს მამა, ძე და სული წმიდა“. წმინდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ქალაქის მცხოვრებლები დაემხნენ წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს, ხოლო მაშინ წმინდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთი ათასი კაცი მოინათლა. მეფემ კი ჭეშმარიტი ღმრთის სადიდებლად ძვირფასი ტაძარი ააშენა. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.
სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.
წმ. გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემას საქართველოში ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. ძველთაგანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის ცნობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. სავარაუდოა, რომ პირველი ტაძარი წმინდანის სახელზე ბოდბეში, წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო (ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა). მისი სახელობის ტაძრები აგებულია არა მარტო ქალაქებსა და სოფლებში, არამედ კლდეებზე, მთის მწვერვალებზე და მიუვალ ადგილებში, რომელთა კედლებს ამშვენებენ მისი ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები. წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, უსჯულო მტრის შემოსევისას ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, დაბანაკებული იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული, გულმხურვალედ ევედრებოდა წმინდა მოწამეს მოსალოდნელ ბრძოლაში შეწევნას. ხოლო გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა ადვილად დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.
ასევე, მოწამის ხილულ შეწევნაზე დიდგორის ბრძოლაში, მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის მემატიანე: „რამეთუ ხელი მაღლისაი შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ჰფარვიდა მას და წმიდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა-ზედა მოწევნილთა უშჯულოთა წარმართთა, რომელ თვით იგი უშჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისასა“. ხოლო ქართველი ერისათვის ეს დღე ბოროტზე უფლის ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. წმინდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან გამოხსნას. წმინდა გიორგი ყველაზე უფრო პატივცემული წმინდანია საქართველოში. იგი ქართველთა მფარველი და სასო, მათი ფარი და მახვილია. ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმინდა გიორგის, ამიტომაც წმინდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო“.

სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს,შეგეწიოთ ქართველნო,შეგეწიოთ!

ამინ!