რა არის სიცოცხლე? - ყოველთვის როდესაც ეს კითხვა გვესმის რატომღაც გვიძნელდება პასუხი გავცეთ,შეიძლება ვიცით კიდეც რა არის (ჩვენებურად),მაგრამ მაინც გვიჭირს.
- რატომ?
სიცოცხლე ის საჩუქარია - რომლის სამადლობელად მხოლოდ და მხოლოდ რწმენითა და სიკეთის კეთებით ცხოვრება მიიღება და მეტი არაფერი.
ადამიანი იმიტომ არის ადამიანი,რომ ადამიანის ადამიანობას ადამიანობით უპასუხოს - ეს კი ცხოვრებაა.
ხშირად გვიწევს ისეთი პრობლემების წინაშე პირისპირ დადგომა - როგორიცაა:
ა)გაჭირვება;
ბ)ურწმუნოება;
გ)გახრწნილობა
დ)ღალატი და ტყუილი;
ე)სიკვდილი და საყვარელი ადამიანის დაკარგვა;
ვ)კომპლექსები და დეპრესია.
- როდესაც ადამიანი ასეთი პრობლემების წინაშე დგება - ამის დასაძლევად აკეთებს რამეს?
მაგ: მიდის ეკლესიაში და ანთებს სანთელს?
- ლოცულობს?
- აღსარებას ამბობს?
- საკუთარ თავთან რჩება მარტო? - არამც და არამც,რთულია ეს გზა გაიარო,ამ გზის გავლა თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს შეუძლიათ.
როდესაც სახლში მარტო ვრჩებით - ხშირად ვრთავთ ან ტელევიზორს,ან მუსიკას ან სხვა რაიმეს - იცით რატომ?
პასუხი ნათელია: "საკუთარ თავთან განმარტოების გვეშინია"
- ჩვენი ცხოვრების არსსა და მიზანზე დაფიქრების გვეშინია
- საკუთარ თავთან შეცდომებში გამოტყდომის გვეშინია.
მახსენდება ჩემი ბავშვობა - ყოველთვის როდესაც სახლში მოვდიოდი სკოლიდან - პირველ რიგში ხელებს ვიბანდი,შემდეგ ვსადილობდი,შემდეგ კი ვმეცადინეობდი.საღამოს ფეხბურთს ვთამაშობდი და მშობლის პირველივე დაძახებაზე სახლში ამოვდიოდი.მამა რაც თავი მახსოვს საზღვარგარეთაა - ეს კი მე სულაც არ მიშლიდა ხელს კაცად გავზრდილიყავი - სულ ვეკითხებოდი დედას: "დედა,მამა როდის იქნება სახლში დიდი ხნით მეთქი?"
დედა მპასუხობდა: "მამა ახლა იმიტომ არის საზღვარგარეთ რომ შენ ნათელი მომავალი გქონდესო.
რა თქმა უნდა ეს მახარებდა და ყოველთვის ვიცოდი - ჩემი კარგი სწავლით დედ-მამას შრომას დავაფასებდი.
ახლა ოცი წლის ყმაწვილი ვარ და იცით რას ვფიქრობ? -
მე რომ დედა გამოუცდელი და ერთ დროს ვნების გამო გათხოვილი გოგონა მყოლოდა,მამა კი ბოლო დონის უსაქმური - რა მოხდებოდა?
- ალბათ დღეს უბედური ვიქნებოდი.
ისმის კითხვა? - დღეს,თანამედროვე "სექსომანიაში" - რამდენი ადამიანი ფიქრობს ოჯახის შექმნის წმინდა ურთიერთობებზე - იმ ღირებულებასა და ფასეულობაზე რასაც უფლის გზით სიარული ჰქვია?! - რამდენი? - ორი? - სამი? - თუ ასი?!
ალბათ ყველა - თუმცაღა თავის დროზე დაუფიქრებელად შექმნილი ოჯახის მსხვერპლნი მრავლად არიან დღეს და უჭირთ მიუხედავად მათი მყიფი აზროვნებისა იმ გზას არ გაჰყვნენ რაც ოჯახის მაგალითზე აქვთ დანახული.
- და კიდევ ერთხელ მივედით იმ რვა ასოსთან - თითოეული ასოს შენარჩუნებისათვის ბრძოლა რომ გვიწევს მთელი ცხოვრება: " ა-დ-ა-მ-ი-ა-ნ-ი" -თან.
პ.ს. - შევინარჩუნოთ სიცოცხლის "ნიშა" - ადამიანობით და ცხოვრება მშვენიერი იქნება.
მე თქვენ მიყვარხართ - თქვენ,თითოეული თქვენთაგანი,თითოეული ვისაც სიყვარული შეგიძლიათ.
"- როდესაც ადამიანი ასეთი პრობლემების წინაშე დგება - ამის დასაძლევად აკეთებს რამეს?
ReplyDeleteმაგ: მიდის ეკლესიაში და ანთებს სანთელს?"-სწორედ ამაშია ჩვენი უდიდესი პრობლემა...როცა გვიჩირს მხოლოდ მაშინ გვახსენდება ტაძარი და უფალი...რათქმაუნდა ყველას ვერ მოვაქცევ ამ სიტყვების ქვეშ, მაგრამ მე ასეთი ვარ და ამის ძალიან მრცხვენია...უფლის სადიდებლად ყოველთვის უნდა გამოვნახოთ დრო...რადგან თვითონ უპალი ამბობს რომ მიხვიდე მასთან და ის გაჩვენებს ჭეშმარიტ გზას და გაგაძლიერებს...მაგრამ ყოველთვის როდი ვითვალისწინებთ მის ნათქვამს...ჩემი აზრით, რომ გახდე ადამიანი უნდა ისწავლო სხვისი პატივისცემა,სიყვარული და უნდა იყო მადლიერი იმით რაც უფალმა გიბოძა, თავიდან ყველა ადამიანად იბადება შემდეგ გვემგვრევა სულები და გაშმაგებულნი მივერეკებიტ არასწორ გზას.
ქეთი,აბსოლიტურად გეთანხმები.მიხარია რომ შენც იგივე აზრზე ხარ - რა აზრზეც მე.
ReplyDeleteმე რომ დედა გამოუცდელი და ერთ დროს ვნების გამო გათხოვილი გოგონა მყოლოდა,მამა კი ბოლო დონის უსაქმური - რა მოხდებოდა?
ReplyDelete- ალბათ დღეს უბედური ვიქნებოდი. <<<
სიმართლე რომ ვთქვა და ალბათ დამეთანხმება ბევრი, ადამიანი საკუთარ უბედურებას და ბედნიერებას თვითონ ქმნის, გარემო პირობები უბრალოდა აჩქარებენ ან ანელებენ ამ უბედურების ან ბედნიერების მოსვლას. არსებობენ ადამიანები (და ვიცნობ რამდენიმეს) რომელთაც შენ მიერ დახასიათებული დედ-მამაც კი არ ჰყავთ, მარა ძლიერები არიან, მიზანდასახულები, შესაბამისად ბედნიერებიც :))
გეთანხმები (ერთი რამის გამოკლებით)
Delete- მე არ მითქვამს რომ ადამიანი თავის ბედს თავად არ ქმნის.