მოდი მე გეტყვი:პირველ შეცდომას უკვე აქ ვუშვებ რომ სიყვარულს ახსნას ვცდილობ,ანუ ამ ფრაზის მერე კითხვა რომ გააგრძელე უკვე შენიც.სიყვარულის ისეთი რამეა სულ რომ გინდა ვინც ახსნა იმაზე ახლებური ვარიაცია წარმოადგინო,ამ დროს ორივე ერთად გარტყმაში არ ხართ ამ გრძნობის.სიყვარულზე არ საუბრობენ,სიყვარულით ცხოვრობენ.ბევრი შეყვარებული წყვილი მინახავს რომელიც ერთმანეთს კოცნიან ქუჩაში,სახლში,მშობლებთან,ქორწინებაზე საუბრობენ და ეს ,,თამამი ნაბიჯები" ერთად საცხოვრებლად საკმარისი ჰგონიათ,დაქორწინდებიან,ოჯახს შექმნიან და მერე მიხვდებიან რომ თურმე დედა კი აღარ ურეცხავთ სადილის შემდეგ თეფშებს,დედა კი არ ულაგებთ ოთახებს,დედა კი არ აძლევთ რჩევა დარიგებებს ცხოვრებაში,მხოლოდ ერთმანეთი ჰყავთ და ავიწყდებათ ის კოცნაც,ის მოფერებაც ქუჩაში საზოგადოების წინაშე ასე თამამად რომ მისცემოდნენ.გავა ხანი,ალბათ ასე ორი წელიწადი და ბავშვიც ეყოლებათ,მერე ქალი მიხვდება რომ მათ ურთიერთობას მხოლოდ ბავშვის გამო მაინც დიდი აზრი აქვს,კაცი კი მიხვდება რომ ეხლა მაინც აღარ ეჩხუბება ,,ცოლი (ქართული აქცენტით) " მხოლოდ ბავშვის გამო სახლში მთვრალი რომ მოვა და ეზოში ,,ჯოკრის" თამაშის დროს რომ გადმოსძაებს ,,ცოლი (ქართული აქცენტით)" ამოდი სახლშიო ეს ნაძირალა კი პასუხად გინებას უბოძებს (ძმაკაცებთან არ შევრცხვეო).
აი თქვენი სიყვარული (ქართულად) !!!
შეუძლებელია იმის აღმოფხვრა რომ საცოლის ნათესავს თუ არ მოეწონები მერე საცოლეც დაფიქრდება ნეტა რათ მინდა ქმარი თუ ვერ გამოვაჩენო (დამცინავი აქცენტით) !!!
მთავარი კი იცი რა არის ჩემო მკითხველო? მთავარია გიყვარდესსსს,გიყვარდესსს,გიყვარდესსს !!! მეტი არაფერი გაგვაჩნია კაცობრიობას გარდა სიყვარულისა და მეტი არც არაფერი იქნება არასოდეს ძირეული ფასეულობა !!! ამიტომ უნდა გიყვარდეს! ამიტომ არ უნდა აყვე ემოციებს რომელიც ცუდის გარდა არაფერს მოგვიტანს.
იცით?ბევრი ადამიანი შემხვედრია და მათ შორის ისეთებიც რომლებიც სიყვარულს (ქართული აქცენტით) სრულიად ნორმალურად მიიჩნევენ,მე კი ვფიქრობ რომ სიყვარულს საერთოდ არ უნდა გააჩნდეს აქცენტი და სიყვარული რომშიც,თბილისშიც,ვენეციაშიც,პარიზშიც,ანკარაშიც,დაბი-დუბშიც,ბარსელონაშიც და ყველგან ,,სიყვარული" უნდა იყოს !!!
ჰო და მეც მივიღე გადაწყვეტილება,
თქვენ იბატონეთ სიკეთით მშიერი.
სანამ სულის ტალღა ამეწყვეტინება,
ცხოვრებას გავუყვები,სიკეთით მშიერი !!!
ესეც ჩემი ამონარიდი ლექსიდან ,,დაძალებული ტრადიციები"
პ.ს. გამიხარდება თუ ამ პოსტს თუ შეიცნობთ და გაიაზრებთ.
პატივისცემით ^_^