Gurgenishvili's Blog
პუბლიცისტური სტილი მიზანმიმართულია ფართო გამოყენებისკენ.ის მთელი საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი და ძირითადად,მასმედიაშია დამკვიდრებული.მისი უმთავრესი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა.ასევე მნიშვნელოვანია: ავტორის პოზიციის აღნიშვნა,ფართო მასებზე ემოციური ზემოქმედება,საზოგადოებრივი,აზრის დამკვიდრება ...
Sunday, January 5, 2014
Friday, January 3, 2014
როგორი გრძნობაა?! - მარტოხელა დედა და საზოგადოება
კითხვაზე, როგორი იყო ოჯახის წევრების რეაქცია, როდესაც მათ ქალის ფეხმძიმობის შესახებ გაიგეს, გამოკითხული 60 მარტოხელა დედიდან 45-მა ოჯახის რეაქცია ნეგატიურად შეაფასა. ბევრმა მათგანმა განაცხადა, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო ოჯახის წევრების მხრიდან, ამის გამო იძულებული გახდა ოჯახი დაეტოვებინა.
„მე უკვე 6 თვის ვიყავი, როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვარ. როდესაც მამაჩემმა გაიგო ამის შესახებ, გამომიცხადა, რომ მას აღარ ჰყავს ქალიშვილი. მაიძულა, რომ სახლიდან წამოვსულიყავი. მე მეძინა ქუჩაში, შემდეგ დამაბრუნეს სახლში, მაგრამ ორი კვირის შემდეგ კვლავ გამომაგდეს ოჯახიდან. შემდეგ მოვხვდი თავშესაფარში....“ (28 წლის მარტოხელა დედა, რომელიც ახლა მეგობართან ერთად ცხოვრობს).
„დედაჩემმა მითხრა, რომ თუ გავიკეთებდი აბორტს, დამაბრუნებდნენ სახლში. მე არ მინდოდა აბორტის გაკეთება, მე ბავშვის გაჩენა მინდოდა“ (26 წლის მარტოხელა დედა, რომელიც ცხოვრობდა თავშესაფარში).
„ისინი მეუბნებოდნენ: რად გინდა ბავშვი? გაიკეთე აბორტი! ეს სირცხვილია ჩვენი ოჯახისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა მოსაკლავად დამდევდა, ბავშვი მაინც დავიტოვე. მე მინდოდა ეს ბავშვი“ (მიტოვებულ სახლში მცხოვრები 34 წლის მარტოხელა დედა).
კვლევა, რომელიც მარტოხელა დედებს ეხება, “ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა ჩაატარა”. კვლევის მთავარი მიზანი იყო, გაერკვია ის მატერიალური თუ არამატერიალური სირთულეები, რასაც ქალები დნმ-ის ტესტით მამობის სამართლებრივად დადგენისას აწყდებიან.
გამოკითხვაში მონაწილეობა 60-მა ქალმა მიიღო.
მარტოხელა დედად ითვლება ქალი, რომელსაც შვილი თავის გვარზე ჰყავს რეგისტრირებული .
2011 წლის ბოლოდან, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, მამობა სასამართლო წესით დადგინდეს. თუკი მამა შვილზე უარს იტყვის, დედას შეუძლია სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და სავარაუდო მამას, გენეტიკური ანალიზის ჩატარება, სასამართლოს წესით მოთხოვოს.
როგორც ანალიზმა აჩვენა, მთავარი სირთულე, დნმ-ის ტესტით მამობის დადგენისას, ქალების ფინანსური მდგომარეობაა. დნმ-ის ღირებულება, საქართველოს საექსპერტო დაწესებულებებში, 1600 ლარია. მართალია, ნაწილს მოპასუხე მხარე იხდის, მაგრამ ამ ქალებისთვის 800 ლარის გადახდაც რთულია.
კვლევის მიხედვით, მარტოხელა დედების უმეტესობა 20-40 წლისაა, მათ აქვთ უმაღლესი განათლება და ძირითადად, ქალაქში ცხოვრობენ. რესპონდენტთა უმრავლესობა ბავშვის სავარაუდო ბიოლოგიურ მამასთან არარეგისტრირებულ ურთიერთობაშია. რამდენიმე რესპონდენტი ჯვარდაწერილია. ბავშვის სავარაუდო ბიოლოგიურ მამასთან ქალების ურთიერთობის ზოგადი ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდეა. უმეტესობამ, მამაკაცთან ურთიერთობა, დაფეხმძიმების შემდეგ შეწყვიტა.
“ბავშვის დაბადებამდე და დაბადების შემდეგ, ფინანსური და საცხოვრებელთან დაკავშირებული სიტუაციის ანალიზმა გვიჩვენა, რომ მარტოხელა დედები ძლიერ დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას განიცდიან. მათი ფინანსური და საცხოვრებელთან დაკავშირებული სიტუაცია, ბავშვის გაჩენის შემდეგ, მკვეთრად გაუარესდა,”- ნათქვამია კვლევაში.
“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” მკვლევარები, მარტოხელა დედების პრობლემებს გენდერულ ჭრილში განიხილავენ და მიაჩნიათ, რომ ქალს და მამაკაცს აქვთ თანაბარი უფლებები, პოტენცია და შესაძლებლობები, მაგრამ სოციალურ-კულტურულ ნორმებზე დაფუძნებული დიკრიმინაციის გამო, ქალთა და გოგონათა სტატუსი უფრო დაბალია. ამის გამო, მთელი ცხოვრების მანძილზე, არ არიან თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებასა და არჩევანის გაკეთებაში. ასევე, ხელი არ მიუწვდებათ სხვადასხვა შესაძლებლობებზე.
რაც შეეხება ქალის ფეხმძიმობაზე პარტნიორის რეაქციას, 60 გამოკითხული ქალიდან მხოლოდ რვა ქალმა უპასუხა, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამის რეაქცია პოზიტიური იყო.
როგორც ქალები ამბობენ, კაცების უმეტესობა აბორტის გაკეთებას ითხოვდა, ძალადობდნენ ქალებზე, სრულიად წყვეტდნენ ქალთან და მის მომავალ შვილთან ურთიერთობას და უარს ამბობდნენ ბავშვის შვილად აღიარებაზე.
მარტოხელა დედების უმეტესობას ფინანსური პრობლემები აქვს. გამოკითხული 60 ქალიდან 20-მა თქვა, რომ მას ფინანსურად არავინ ეხმარება. შვიდმა ქალმა თქვა, რომ პერიოდულად ბიოლოგიური მამა ეხმარება, აქედან ორი იღებს ალიმენტს. 8 ქალი დახმარებას თავშესაფრის წევრებისგან იღებს. 25 ქალს მუდმივად ან პერიოდულად ეხმარება ოჯახი. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს დახმარება მინიმალურია, მ-ი-ნ-ი-მ-ა-ლ-უ-რ-ი !!!
Subscribe to:
Posts (Atom)