დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც აშკარად შეიმჩნევა ადამიანის უფლებათა დაცვის სულ უფრო და უფრო მზარდი სტანდარტების გამოვლინება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ამ სტანდარტებზე ადამიანთა თანასწორ ხელმისაწვდომობას და დისკრიმინაციის აკრძალვას. კანონის წინაშე თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა იმდენად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ამ კონცეპციის ვიწროდ ან მხოლოდ სიტყვასიტყვით, ლიტერატურული მნიშვნელობით განმარტება, დააკნინებდა მის სამართლებრივ მნიშვნელობას. იმისათვის რათა ჯეროვნად ჩავწვდეთ დისკრიმინაციის არსს აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული არამხოლოდ ფორმალური, არამედ პრაქტიკული მხარეებიც.
"კანონის წინაშე თანასწორობა არ ნიშნავს ... აბსოლუტურ თანასწორობას, სახელდობრ კი ადამიანთა მოპყრობას მათი ინდივიდუალური კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების გარეშე, არამედ იგი ასახირებს პრინციპს, რომლის თანახმადაც თანაბრად უნდა განხორციელდეს მოპყრობა მათდამი ვინც იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში, ასევე თანაბრად უნდა განხორციელდეს მოპყრობა მათდამი ვინც არ იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში".
No comments:
Post a Comment